სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გიორგი მახარაძე ყველასთვის საყვარელი არტისტია. მან მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟი მაქსიკოს როლი განასახიერა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.
მას შემდეგ მის პირად ცხოვრებაზე ინტერესი არ წყდება. გიორგი მახარაძე და მისი მეუღლე მარიამ ნადირაძე გამომწერებს ხშირად უზიარებენ შვილის ფოტოებსაც.
გუშინ მათი შვილი 2 წლის გახდა და მშობლებმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღეს.
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა გოგო“, - წერს მარიამ ნადირაძე.
„გილოცავთ, იხარეთ იბედნიერეთ ერთად“.
„გილოცავთ, ძალიან ბედნიერი და ჯანმრთელი გიმყოფოთ ღმერთმა“.
„გილოცავთ ამ მზე გოგოს დღეს“.
„მგელმა რომ წითელქუდა გადაყლაპა, ისე მინდა ნიკას გადაყლაპვა“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება, სულ გულში ხარ“ - გელა დაიაური გარდაცვლილ ცოლზე
🎥 „რა საყვარელი გუნდი ხართ“ - იმედის დილის წამყვანების თამაში რეკლამის დროს