Digest Logo

„მღებრიშვილის რეკლამებით არის „ფეისბუკი“ გადაჭრელებული, 2 იანვარს უნდა იმღეროს და შარშან რომ გაიფიცა რუსული მთავრობა გვყავსო, მაინტერესებს წავედით ევროპისკენ? აღარ გვყავს რუსული მთავრობა?“ - რას წერს ქეთევან ტურიაშვილი

1766410588
ქეთევან ტურიაშვილი

არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტს, რომელიც 2 იანვარს უნდა გაიმართოს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს, რომ მღებრიშვილი შარშან პროტესტის ნიშნად გაიფიცა.

ტურიაშვილი ინტერესდება, აღარ გვყავს „რუსული მთავრობა“ და ამიტომ გადაწყვიტა მომღერალმა ახალი წლის დღეებში კონცერტის ჩატარება შარშანდელი წლისგან განსხვავებით, თუ „უსინდისო პატიმრები“ აღარ არიან ქვეყანაში:

„სტეფანე მღებრიშვილის რეკლამებით არის ფეისბუკი გადაჭრელებული 2 იანვარს უნდა იმღეროს რესტორანში და შარშან რომ გაიფიცა რუსული მთავრობა გვყავს, რომელიც ხალხს აწამებს და რუსეთისკენ მიგვაქანებსო მაინტერესებს წავედით ევროპისკენ?

აღარ გვყავს რუსული მთავრობა?

აღარ სტკივა გურამ როგავას ყური?

ეგაა მატრაკვეცა რომ იქნები ადამიანი, გმირობა ამათ მარტო ტელევიზიაში ტლიკინი ჰგონიათ. სად შეგიძლიათ თქვენ პრინციპულობა, მოუნდა გულაობა.

აღარ არიან უსინდისო პატიმრები ქვეყანაში?“, - წერს ქეთევან ტურიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემს თავს გავურბივარ და ვემალები ტკივილს, რომელსაც გიორგის მონატრება ჰქვია“ - თამუნა მდივანის ემოციური პოსტი

როგორ ვუმკურნალოთ კისრის გაშეშებას სახლის პირობებში

🎥 „ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაუხარდა ჩვენი ბედნიერება!“ - კადრები კონსტანტინე სულამანიძის ქორწილიდან