Digest Logo

„მღვდელი ლოცულობს, შამანი კი — მოგზაურობს...“ - რას წერს რამაზ გიგაური

1774290518
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: მღვდელი ლოცულობს, შამანი კი — მოგზაურობს - წერს:

„მღვდელი ლოცულობს, შამანი კი — მოგზაურობს.

რელიგიის ისტორიაში არსებობს ერთი ფუნდამენტური სხვაობა: ხუცესი არის ადამიანი, რომელიც ღმერთს მიწიდან ესაუბრება. ის კითხულობს წმინდა ტექსტებს და აღავლენს ლოცვას. მაგრამ შამანი არ კითხულობს ტექსტებს. შამანი საკუთარი ნებით არღვევს სამგანზომილებიან რეალობას, შედის ტრანსში და მოგზაურობს კოლექტიური არაცნობიერის ყველაზე ბნელ ქვესკნელში.

სად გადის ზღვარი ფსიქიკის რღვევასა და კოსმიურ სიბრძნეს შორის?

ჩემს ახალ, ვრცელ სტატიაში ვხსნით „ექსტაზის არქაულ ტექნიკას“ და მივყვებით გლობალურ შამანურ რუკას:

ციმბირული ტაიგიდან და ვიკინგების სისხლიანი რიტუალებიდან — იაპონურ „უსიერ ტყემდე“.

ვაანალიზებთ ხევსურული „ქადაგობის“ ინსტიტუტს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური შამანიზმის სრულფასოვანი, ქართული გამოვლინება.
რა მძიმე ფსიქოლოგიურ კოლაფსს, ე.წ. „ღაბუშობას“ გადიოდა მომავალი ქადაგი, სანამ მისი ეგო დაიმსხვრეოდა და ღვთაების ხმად იქცეოდა? სად გაქრნენ შამანები თანამედროვე, ტექნოლოგიურ ეპოქაში და როგორ ითავსებს დღეს ამ კოსმიურ ფუნქციას ხელოვნება?

ეს არ არის უბრალოდ ეთნოგრაფია. ეს არის ადამიანის სულის ყველაზე იდუმალ, აკრძალულ ტერიტორიებზე მოგზაურობა“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საამაყო ბიჭები“ - საბა საპანაძე გიორგი მიქაუტაძესთან გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

⭕ „ყოველი დაცემა ნიშნავს იმას, რომ გაბედე ცდა...“ - გიორგი ლობჯანიძე

🎥 „როცა გზა აღარ იყო სავალი, როცა ყველაზე მეტად გიჭირდა...ისეთ გზას დაგანახებდა“ - ნიკოლოზ წულუკიძე