სიყვარულია მხოლოდ სისავსის წყარო. ყველაფერი დანარჩენი მცდელობაა, რომ სიცარიელე დროებით რაღაცით შევავსოთ.
ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს იმას, რაც სინამდვილეში უკვე მის შიგნით არსებობს, მაგრამ რადგან სამყაროს თავიდანვე განცალკევებულად უყურებს, ავიწყდება საკუთარი ბუნება და იწყებს გარედან შეგროვებას ადამიანების, ნივთების, აღიარების, ძალაუფლების, ყურადღების, სტატუსის, იდეალური ურთიერთობების, წარმატებების.
მაგრამ რაც არ უნდა მიიღოს ადამიანმა გარედან, თუ შიგნით სიყვარული არ არის გაღვიძებული, ყველაფერი დროებითად მოქმედებს, იმიტომ, რომ სული ვერ ივსება იმით, რაც მის ბუნებას არ წარმოადგენს.
სიყვარული უბრალოდ გრძნობა არ არის. ეს მდგომარეობაა. ცნობიერებაა, არსებობის ის სიხშირეა, სადაც ადამიანი პირველად წყვეტს ბრძოლას საკუთარ თავთან.
როდესაც სიყვარული იღვიძებს, ქრება მუდმივი შინაგანი ომი მტკიცების სურვილი, კონტროლი, შიში, კონკურენცია, ეჭვი, დაუმსახურებლობის განცდა.
სიყვარული არის სივრცე, სადაც ადამიანი აღარ ცდილობს იყოს “საკმარისი”, რადგან პირველად გრძნობს, რომ ისედაც სრულყოფილი ნაწილია ამ უზარმაზარი არსებობის და სწორედ აქ იბადება სისავსე. სისავსე მოდის დაკავშირებიდან.
როდესაც ადამიანი წყაროს უკავშირდება საკუთარ გულს, საკუთარ სულს, სიცოცხლეს, ღმერთს, სამყაროს, მაშინ იწყებს შიგნიდან ავსებას. ამიტომაც არის, რომ ზოგ ადამიანს ყველაფერი აქვს და მაინც ცარიელია, ხოლო ზოგს შეიძლება მატერიალურად ბევრი არაფერი ჰქონდეს, მაგრამ ისეთი სიმშვიდე და ნათელი მოდიოდეს მისგან, თითქოს მთელი სამყარო მასში სუნთქავს, რადგან სიყვარული არ არის „რაღაცის ქონა”. სიყვარული არის ყოფნის ხარისხი.
ქვეცნობიერ დონეზე ადამიანი მთელი ცხოვრება სიყვარულს ეძებს, რადგან ღრმად ახსოვს საკუთარი პირველადი ბუნება. ყველა დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ტკივილი, ზედმეტი კონტროლი, მუდმივი მოთხოვნა ყურადღებაზე სინამდვილეში სიყვარულის დეფიციტის გამოხატულებაა.
როდესაც ადამიანს შიგნით სიცარიელე აქვს, ცდილობს სხვებისგან მიიღოს ის, რაც თავად დაკარგა საკუთარ თავში.
ამიტომ ეშინიათ დაკარგვის.ამიტომ ჩნდება ეჭვიანობა, ამიტომ ვერ უშვებენ ადამიანებს.ამიტომ ხდება სიყვარული ტკივილი, რადგან ბევრი ადამიანი სიყვარულს კი არ ეძებს, არამედ სიცარიელის შემავსებელს.
მაგრამ ნამდვილი სიყვარული არასოდეს გბოჭავს, პირიქით გათავისუფლებს. რადგან სადაც სიყვარულია, იქ აღარ არის შიში და სადაც შიში მთავრდება, იქ იწყება სიცოცხლე.
სიყვარული არის ერთადერთი ენერგია, რომელსაც შეუძლია ადამიანის მთლიანად გარდაქმნა. მას შეუძლია დაალაგოს ქაოსი გონებაში, დაამშვიდოს ნერვული სისტემა, განკურნოს სხეული, შეცვალოს ადამიანის ვიბრაცია, გააღვიძოს სული და დააბრუნოს ადამიანი საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებასთან.
სიყვარულია ის ძალა, რომელიც ყვავილს ზრდის მზისკენ, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის თვალებში ღმერთის დანახვას ასწავლის.
და ბოლოს, ადამიანი აუცილებლად მიხვდება ერთ რამეს ,რომ მთელი ცხოვრება რასაც ეძებდა, სინამდვილეში ყოველთვის სიყვარული იყო.
სიყვარული არ არის სადღაც გარეთ. სიყვარული არის ის, რაც რჩება მაშინ, როცა ყველა შიში ქრება და სწორედ იქ იბადება ნამდვილი სისავსე.
სამყარო სიყვარულით არის შეკრული. ვარსკვლავები თავიანთ ორბიტებზე სიყვარულის კანონით მოძრაობენ.
მიწა სიყვარულით აჩენს სიცოცხლეს.
ხე სიყვარულით იზრდება მზისკენ.ადამიანის გულიც სიყვარულისკენ მიისწრაფვის, მაშინაც კი, როცა თავად არ ესმის ამის.
ამიტომ არის, რომ ნამდვილი სიყვარული ადამიანს უსასრულობას აგრძნობინებს.
რადგან იმ წამს ის დროებით გამოდის ეგოს პატარა სამყაროდან და ეხება აბსოლუტს იმ უზარმაზარ ცნობიერებას, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ სიყვარული აერთიანებს.
ის ანგრევს კედლებს, რომლებსაც გონება აშენებს და როცა ადამიანი მართლა შედის სიყვარულში, პირველად გრძნობს ისეთ სიმშვიდეს, რომელიც სიტყვებს სცდება.
სიყვარული არის ღმერთის ენა მატერიაში.
ყველა წმინდა სწავლება, ყველა დიდი სულიერი მასწავლებელი, ყველა ბრძენი საბოლოოდ ერთსა და იმავეს ამბობდა სხვადასხვა სიტყვებით, რომ ადამიანის ნამდვილი ბუნება სიყვარულია. როდესაც ადამიანი სიყვარულს შორდება, იწყება ტკივილი, რადგან წყაროს წყდება და რაც მეტად შორდება საკუთარ გულს, მით მეტად ეხვევა შიშში, სიცარიელეში, აგრესიაში, ძალაუფლების წყურვილში, მარტოობაში.
როდესაც სიყვარული იღვიძებს, ადამიანი პირველად აღარ ცხოვრობს გადარჩენის რეჟიმში. ის იწყებს არსებობას
და ამ არსებობაში ჩნდება მადლიერება, სინათლე, სიღრმე, სიმშვიდე.
აბსოლუტური სიყვარული არაფერს ითხოვს, რადგან თავად არის სისავსე. მას არ სჭირდება დამტკიცება. არ სჭირდება ძალაუფლება. არ სჭირდება თამაში. ის უბრალოდ არის. როგორც მზე, რომელიც ანათებს ყველასთვის.
როგორც ჰაერი, რომელიც არჩევანს არ აკეთებს ვის მისცეს სიცოცხლე, მხოლოდ ერთი უსასრულო ცნობიერება,
რომელიც საკუთარ თავს სიყვარულის ფორმით განიცდის.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა გააკეთოთ და რას უნდა აარიდოთ თავი 17 მაისს? ეზოტერიკოსის განმარტება