Digest Logo

მიხეილ ჩოხელს ბებია გარდაეცვალა - „მადლობა სიყვარულისთვის, მოგვენატრება შენი ღიმილი და ცისფერი თვალები“

1795256966
მიხეილ ჩოხელი

მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მის მეუღლეს, მიხეილ ჩოხელს ბებია გარდაეცვალა, რომელსაც ემოციური სიტყვებით ემშვიდობება და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

„ნაზიკო ბებო 88.

მადლობა სიყვარულისთვის, სოფელი უშენოდ მოიწყენს. მაინც ვიტყვი, რომ ზემო ქედში ნაზიკო ბებოსთან მივდივართ.

მოგვენატრები, მოგვენატრება შენი ღიმილი და ცისფერი თვალები. სულ მეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მე მაინც შევძელი შენი ბევრი ფოტოს და ვიდეოს მოგროვება.

მშვიდობით ნაზიკო ბებო“, - წერს მაკა ზამბახიძე.

მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. 

მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.

აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სახლის რომელ ზონაში ჯობს ნაძვის ხის დადგმა ფენშუის მიხედვით, რომ იღბალი, ახალი შესაძლებლობები და ფინანსური ზრდა მოიზიდოთ

⭕ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგოს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, აქტიურად შემოდიან კონტაქტში

⭕როგორია ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

✕