Digest Logo

„მიმდინარე წლებია ჯანმრთელად ვცხოვრობ, არ ვსვამ, არ ვეწევი, ბოზებშიც არ დავდივარ...“ - ზუმბა

1690300895
ზაზა კორინთელი

ქართველი მომღერალი ზაზა კორინთელი იგივე ზუმბა ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოებას თავისი ამჟამინდელი ემოციური მდგომარეობის შესახებ მოუთხრობს.

„მიმდინარე წლებია ჯანმრთელად ვცხოვრობ, არ ვსვამ, არ ვეწევი, ნარკოტიკებიც ყოველთვის მეზიზღებოდა, ტყუილსაც და ფუჭ, უაზრო ურთიერთობებსაც ვერ ვიტან. ბოზებშიც არ დავდივარ, ვერ ვკაიფობ ერთჯერადი ურთიერთობებით...

ამ ბოლო დროს შემოქმედებითი სივრცეებიც გააქტიურდა და ახალი ეტაპები მოჩანს ჰორიზონტზე. ამერიკაში თავი ემიგრანტად არასდროს მიგრძნია. კალიფორნია, მით უმეტეს, ჩემია, მიყვარს და სულ მთლად სახლში ვარ. არანაირი შრომა არ მეთაკილება და არ მეზარება. თავისუფლებაც მოვიპოვე, პირადიც და ფინანსურიც. საერთოდ აღარავისი ვალი აღარ მაქვს, საკუთარ სინდისთანაც პირნათელი ვარ. მომწონს, ვინარჩუნებ ამ მდგომარეობას და ალბათ ვეღარც დავთმობ ვეღარასოდეს, თან საკმაოდ ძვირსაც ვიხდი ამაში და მიღირს. ამ ეტაპზე მყოფნის, რაც გამაჩნია. ჩემს წილ ქართულ საქმეს რაც შეეხება, ვთვლი, რომ კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას კვლავაც მშვენივრად ვეწევი. გეოგრაფიული ნოსტალგიაც აღარ მაქვს, უახლოესი ძვირფასი ადამიანები და ნამდვილი გულშემატკივრები მენატრება მხოლოდ. ვცურავ ხშირად, წონაც დავასტაბილურე, შაქარიც და წნევებიც. ჯანმრთელად ვიკვებები და ვტესტავ სხვადასხვა კულინარიულ გემოებს დიდი სიამოვნებით. ვხალისობ და ვგიჟდები იუმორის ნებისმიერ მიმართულებაზე. საკმაო რაოდენობის ხარისხიანი და ნამდვილი მეგობრებიც მყავს. ამ ბოლო დროს ვაკვირდები და სამამულო წარმოების ნერვოზები და დეპრესიებიც უკვე ვეღარ ძლებენ ჩემთან, აღარც დრო მაქვს ამისთვის, პრინციპში...

სიცოცხლე მიხარია და მინდა ღრმა მოხუცებულობამდე ღირსეულად და ნაყოფიერად ვიცხოვრო. მადლობა ღმერთს, ამერიკას და თქვენ ყველას ამისათვის. ბედნიერი ვარ, რომ მივაბიჯებ ადამიანობისკენ და ადამიანობისთვის სავალ ჩემეულ გზაზე. მიყვარხართ მე თქვენ, ადამიანებო...
მშვიდობა, ღირსება, უფრო მეტი სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის უნარი მსოფლიოს“, - წერს ზაზა კორინთალი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ჯანმოს ცნობით, მსოფლიო ახალი „დენგე“ ვირუსის საფრთხის წინაშეა

🔵 როგორ მოქმედებს გვარი ადამიანის ბედზე და რომელ წინაპარს უნდა სთხოვოს უშვილო წყვილმა დახმარება სასაფლაოზე - ეზოტერიკოსის განმარტება

🔵 „იქ ზევით გავაგრძელებთ თეატრსო“ - გარდაიცვალა მსახიობი ლევან დობორჯგინიძე