Digest Logo

„მიმიღო და მიიღო ჩემი არჩეული ცხოვრება, დიდი კედელია, საუკეთესო დაქალი, მეგობარი...“ - ლორენ მასხულიას ემოციური პოსტი დედაზე

1774619291
ლორენ მასხულია

ტრანსგენდერი ქალი ლორენ მასხულია, რომელიც საზოგადოებას გიორგი მასხულიას სახელით ახსოვს, სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას ემოციურ პოსტს უძღვნის. 

როგორც თავად აღნიშნავს, დედა მისთვის დიდი კედელი, საუკეთესო დაქალი და მეგობარია:

„დედა-შვილი გადარეულები. კი ვაბრაზებ ხოლმე, მაგრამ ჩვენ იმდენად უკიდეგანო სიყვარული და მეგობრობა გვაკავშირებს ეგ გაბრაზება არ ჩანს, დედა რომელმაც მიმიღო და მიიღო ჩემი არჩეული ცხოვრება, დედა რომელიც ჩემი დიდი კედელია, საუკეთესო დაქალი, მეგობარი, ხშირად მეტყვის „დე აი, ეს ასეთია არ გაიკარო ბოლოს გულს გატკენს“, მაგრამ ჩვენ შვილები ხომ ჯიუტები ვართ და არ ვუსმენთ დედებს.

ბოლოს მათი რჩევა ამართლებს, დედა რომელმაც მთელი ცხოვრება მომიძღვნა და ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემს მიმართ, არ ვიცი შემიძლია უსასრულობამდე ვისაუბრო დედაჩემზე.

მიყვარხარ და გისურვებ დიდხანს ყოფნას, მუდამ ასეთი ღიმილიანები ვყოფილიყავით.

აი, ამიტომ არ „ევასება“ ბევრს ლორენი, რომ მისი ტრანსფორმაციის მიუხედავად არავის სიყვარული და გვერდში დგომა არ დაუკარგავს, მადლობა ჩემს საუკეთესო მეგობრებს და დედას ამისთვის“, - წერს ლორენ მასხულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მწერალ ია კარგარეთელს მამა გარდაეცვალა

„ქადაგება ისეთი ღრმა გამოუვიდა, რომ მთელ მრევლს სახე სველი ჰქონდა...“ - როგორ მიულოცეს მამა საბას დაბადების დღე

როგორია ძლიერი პიროვნება? როგორ ამოვიცნოთ ან გავხდეთ ასეთები? ფსიქოლოგ ნინი დგებუაძის განმარტება