„ღამის შოუს“ ბენდის მომღერლები თათა გიორგობიანი და ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებენ და მათ მხარდამჭერებს მიმართავენ.
„ხუთეულშიც გადავედით !
მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის! წინ უფრო დაძაბული ტურები გველოდება.
ერთი რაც მინდა ვთქვა:
მე და თათა, ამ პროექტში, „ღამის შოუს” ოჯახიდან მოვედით ერთად და პროექტის დასრულების შემდეგაც ამ ყველაზე მაგარ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ გზას.
ამიტომაც, მინდა გთხოვოთ, ნუ იქნებით მონდომებული რომ ერთმანეთს უარყოფით კონტექსტში შეგვადაროთ, ნუ გახდებით აგრესიულები ერთმანეთის მიმართ.
პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, ყოველ ტურში ზეიმი მოგიწყოთ და გასიამოვნოთ, თქვენ კი უფრო უმატებთ აგრესიას, რაც იცოდეთ რომ ჩვენზე ძალიან მოქმედებს. ერთმანეთის ყველაზე დიდი გულშემატკივრები ისევ ჩვენ ვართ და როგორი შედეგიც
არ უნდა იყოს მომდევნო ტურებში, ჩვენ ისევ გულით გავიტანთ ერთმანეთს !
ამაზე გვუსაუბრია და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ
ამიტომაც, გთხოვთ თქვენც გულწრფელად, აგრესიის და ერთმანეთის ლანძღვის გარეშე განვაგრძოთ ეს ფერადი და ბრჭყვიალა გზა!“, - წერს ბაბი კირკიტაძე.
„ჩემი სათქმელიც ეს არის!
კარიერა, მეგობრობა და ჩემი და ბაბიკოს ურთიერთობა ამ პროექტით არ დაწყებულა და არც აქ დამთავრდება.
ჩვენ ერთმანეთის წარმატება გვაძლიერებს სულ მინიმუმ, და გარდა ამისა, ადამიანური და მეგობრული ფაქტორებიც გვაერთიანებს.
კონკურსში შედარება შეიძლება ხდებოდეს მაგრამ კორექტულად!
მადლობა ყველას, ვინც გვიჭერთ მხარს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ერთის სიკარგე ან მიღწევები ავტომატურად მეორის სიცუდეს არ ნიშნავს და პირიქით. გუშინდელ ლაივზე, ესემეს ლიდერი ვიყავი, იმის წინ აუთსაიდერი…..
ცხოვრებაც ასეთია. ეს პროექტი არის ზეიმი, გასართობი შოუ და ვეცადოთ,ჩვენც შევირგოთ და ვისიამოვნოთ.
ჩვენ გპირდებით გასაოცარ და მრავალფეროვან ნომრებს, რომ თქვენ დატკბეთ ცეკვის ცქერით, შემდეგ ჩართოთ ღამის შოუ და ბევრი იცინოთ და ბოლოს ღამის შოუს ბენდის სიმღერებზე მოილხინოთ!
მოკლედ, ეს ყოველივე თქვენი ბედნიერებისთვისაა და არა საკონფლიქტოდ.
მიყვარხართ!
თქვენი იმედი გვაქვს !!! “, - წერს თათა გიორგობიანი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილის დაისი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო