Digest Logo

„მინდა, ისე იყო, როგორც ჩვენ და შენს ლევანიკოს ენდომებოდა… მჯერა, რომ მალე ისევ ფეხზე მყარად დადგები“ - მელიტა ფურცელაძე იუბილარია 

1762506482
ნოდიკო ტატიშვილი

გარდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე იუბილარია.

მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში შვილი სალომე ულოცავს და ემოციურ პოსტს უძღვნის:

„დე, დაბადების დღეს გილოცავ…  

მთელი გულით მინდა გისურვო სიმშვიდე, ჯანმრთელობა…

დიდხანს უნდა გვყავდე თბილი, ძლიერი და სიყვარულით სავსე…  

მინდა, რომ ისე იყო, როგორც ჩვენ და შენს ლევანიკოს ენდომებოდა…  

მჯერა, რომ მალე ისევ ფეხზე მყარად დადგები, ისე ძლიერად, როგორც მხოლოდ შენ შეგიძლია  
ჩვენი საყრდენი ხარ და ასე იქნები ყოველთვის…

უსასრულოდ მიყვარხარ, დე“, - წერს სალო კბილაშვილი. 

ცნობისთვის, 2023 წლის 21 ივნისს მოსკოვში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

„იყო საკუთარი თავის რეალური ვერსია ძალიან რთულია, რადგან ხშირად არც კი ვიცით როგორები ვართ...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

„შენისთანა ადამიანის გვერდით ამხელა გზის გავლა მართლა დიდი გამართლებაა!“ - რეზო ასათიანი 75 წლის გახდა