ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს.
24 წლის სპორტსმენის თქმით, სურს, რომ სამშობლოში რაც შეიძლება ბევრი თანამემამულე დახვდეს, რომ მათთან ერთად გაიზიაროს პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება.
„ჩემო ძვირფასო ქართველებო. მინდა ისეთი დახვედრა იყოს, ისტორიას რომ დარჩება და ყველას ერთად მინდა ჩაგეხუტოთ და მოგესიყვარულოთ. მინდა, თქვენი ენერგია მივიღო და თქვენთან ერთად გავიზიარო ეს უდიდებულესი სიხარული. მიყვარხართ!“, - წერს სპორტსმენი.
შეგახსენებთ, ლაშა ბექაურმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეორედ შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვინ არის და რას საქმიანობს ლაშა ბექაურის შეყვარებული - ოლიმპიური ჩემპიონის პირადი