უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად კიდევ ერთი ქართველი - ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა.
სოციალურ ქსელში დაღუპული მებრძოლის შესახებ პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი წერს.
„კიევში შემთხვევით შევხვდით, მამამისისგან ვიცოდი რომ იქ იყო, იბრძოდა! ლომივით ბიჭი იყო, ჯანიანი, როხროხა - ნაღდი ქართველი მეომარი! სხვანაირი, ლეგენდარული აჩიკო ხოფერიას შვილი ვერ იქნებოდა! რუსებს ამ ბიჭის სისხლზეც უნდა ვაგებინოთ პასუხი!
დიდება შენს სახელს ძმაო ჯაბა! დიდება გმირებს!“, - წერს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ჯამბულათ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი კიევში დღეს, 2 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოში გადმოასვენებენ.
ჯამბულათ ხოფერიას დაღუპვის მიზეზზე მისმა თანამებრძოლებმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი გადარჩენა ინტოქსიკაციის გამო ვერ მოხერხდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 დანით მოკლულ 14 წლის საბა მამფორიას მეგობრებმა ვიდეო მიუძღვნეს - ემოციური კადრები