Digest Logo

„მინდა შევეხო საყოველთაოდ დამკვიდრებულ მითს, რომ აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია“ - რას წერს მაია ბუწაშვილი

1753980076
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს სხვადასხვა საჭირო თემაზე და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს, ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღების შესახებ საუბრობს:

„მინდა შევეხო საყოველთაოდ დამკვიდრებულ მითს იმის შესახებ, რომ აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ცოფის ვაქცინის შემთხვევაში, რომლის შემდეგაც საოცარ ვადებს ასახელებენ და ჰგონიათ, რომ „რეაქციაში შევა”.

ზოგადად, აცრის შემდეგ 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება სასურველი არ არის, რადგან შეიძლება შეასუსტოს იმუნური პასუხი და გარკვეულად შეამციროს ეფექტურობა და არა „რეაქციაში შევიდეს”.

ამის შესახებ არაფერს დავწერდი, რადგან რაიმე საბაბით ადამიანები ალკოჰოლს თუ არ მიიღებენ, ამას რა ჯობია, თუნდაც მცდარად ეგონოთ, რომ „რეაქციაში შევა”.

ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ზოგიერთები თავს არიდებენ აცრას, მათ შორის ცოფის ვაქცინასაც კი, იმიტომ, რომ „ამ დღეებში დალევა მიწევს”.

ახლა გრიპზე აცრის სეზონიც მოდის და „რომ ავიცრა კარგა ხანს ვერ დავლევ” ხალხი უარს ამბობს ან უსასრულოდ გადაავადებს აცრას და ბოლოს შეიძლება საერთოდ ვერ მოაბას თავი“, - წერს მაია ბუწაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მაგიაში ძაფს დიდი ადგილი უკავია, ყველა ფერს კი თავისი მნიშვნელობა აქვს... ასკეზა ქრისტიანებსაც გვაქვს და ჰქვია აღთქმა“ - რას ამბობს ნინუშკა ლისენკო

ნატალია ყიფშიძე დაისის ფონზე პოზირებს - მსახიობი შთამბეჭდავ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „მთელი ცხოვრება ველოდებოდი კიბოს, ორივე მკერდი მოვიკვეთე, არაფერი დავიტოვე, არ მინდა მთელი ცხოვრება ჩავსვა ჩარჩოში“ - რას ჰყვება ნინო ხაჟომია