
გადაცემის „შვილი“ ახალ ეპიზოდში მომღერალ ნინო ქათამაძემ თავისი ბავშვობის სოფელი მოინახულა და ისაუბრა მამაზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულს გარდაიცვალა.
გარდა ამისა, მომღერალმა სკოლის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც თანასოფლელებთან ერთად ეზოში ერთობოდა.
„ბავშვობაში აქ პიტნა იზრდებოდა, ვკრეფდით და ვყიდდით. მუშტარიც გვყავდა და ყველაფერიც.
ყავაზე მკითხაობა მეშვიდე, მერვე კლასში რომ ვიყავი მაშინ დავიწყე, მინდოდა დიდ ქალებთან ურთიერთობა და მოვიტყუე, მკითხაობა ვიცი -მეთქი. გახეთქილი ვიყავი ყავის სმით, ვმკითხაობდი“, - ამბობს ნინო ქათამაძე.
View this post on Instagram
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლიკა ევგენიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - „თბილი და საყვარელი ბავშვები“
⭕„დაიბადა ჩემს მეგობრად, იმედად, სიყვარულად და ბედნიერებად“ - თიკა ფაცაცია ძმას იუბილეს ულოცავს