
მსახიობი ანა ტყებუჩავა მედეა ლორთქიფანიძეს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ანა ტყებუჩავა, მადლობას უხდის მედეა ლორთქიფანიძეს ყველა სიცილისთვის და სიყვარულისთვის.
„მედიკო
მადლობა ყველა სიცილისთვის და სიყვარულისთვის.
ჩვენო ტკბილო მეგობარო.
მის გარეშე სერიალი ვერ იქნებოდა ასეთი საყვარელი.
ვისაც გიყვარდათ და გაინტერესებთ:
პანაშვიდი - 11 და 12 აგვიატოს 17 საათიდან, დაკრძალვა 13 აგვისტოს, სამშაბათს 14 საათზე. მისამართი: სარიტუალო დარბაზი „ჰერმესი“, ატოცის ქ. 2ა (კუკია)“, - წერს ანა ტყებუჩავა.
შეგახსენეთ, რომ მედეა ლორთქიფანიძე 9 აგვისტოს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 10 აგვისტოს 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს