Digest Logo

„მის წაყვანილ ინტერვიუებსაც ვუყურებ... ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა“ - დიანა ტრაპაიძე ჟურნალისტურ სკანდალს გამოეხმაურა

1742535529
დიანა ტრაპაიძე

ჟურნალისტმა და „TV პირველის“ წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ სახეს, ტელეწამყვან თამთა სანიკიძეს დაბადების დღე მიულოცა.

საჯარო მილოცვა სოციალურ ქსელში განხილვის მიზეზი გახდა, რომელიც უმეტესად კრიტიკული შინაარსისაა.

მათ შორისა ქალთა უფლებადამცველი ბაბუცა (ბაია) პატარაია, რომელმაც ოპოზიციური არხის ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე თამთა სანიკიძესთან მეგობრობის გამო გააქილიკა და სანიკიძე დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია.

„მეგობრობს ხალხი, ერთმანეთი ესაყვარლებათ და ეძვირფასებათ. მერე რა რომ ვიღაც პროპ**ონია? მერე რა, რომ ვიღაც მოღალატეა? მერე რა, რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ? ტფილისი ხომ ურთიერთობაა… ნე გავარიიი… ვჩპ!,- დაწერა ბაბუცა (ბაია) პატარაიამ.

აღნიშნულ კრიტიკას თავად თამთა სანიკიძეც გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა:

„დასკვნები თქვენთვის მომინდვია“.

დიანა ტრაპაიძისა და თამთა სანიკიძის კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ოპოზიციის პროპაგანდისტები და მღვდელმსახურება შეჩერებული ილია ჭიღლაძე.

ახლახან კი აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში თავად ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე გამოეხმაურა:

„მივულოცე და ყოველთვის მივულოცავ, მეტიც, მის წაყვანილ ინტერვიუებსაც ვუყურებ როცა საინტერესო სტუმარია.

ჟურნალისტების დიდი ნაწილი საერთოდ შეკითხვას აღარ სვამს. ოცი წელია მესმის რომ ბოლო ბრძოლაა და რა დროს კითხვის დასმაა. ჯერ ადამიანი გადაარჩინეთ თქვენში, მერე პროფესია და ქვეყანა თავისით გადარჩება.

თქვენ მართლა პროპაგანდისტებო, თან ყველა დროში. ვიცი რის გამოა ეს „დასჯა”. მაგათ შემუშავებულ მესიჯებს რომ არ ვტენი მაყურებელს და მაგათგან რომ ვერ ვისწავლე სასურველის რეალობად გასაღება.

არცერთი ხელისუფლების ტელევიზიაში არ მიმუშავია (რამდენიმე თვის გარდა, ვიდრე გამოვიქცეოდი) იმედიდან 2015 წელს წამოვედი, ოცნება თეთრ ცხენზე რომ იჯდა.

თქვენ მასწავლით ბრძოლას? კეთილსინდისიერებას? სოლიდარობას? საერთოდ სხვაგან ვარ მეგობრებო, სხვა ლიგაში, ადამიანების.

რაც გინდათ მეძახეთ. თქვენ რომ მერჩით ძალა მემატება. მხოლოდ ის მასუსტებს ჩემი მეგობრები რომ ღელავენ და ჩემი დაცვის გამო ტალახს ესვრით“, - წერს დიანა ტრაპაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და ინფორმაციას, რასაც დღეს მოისმენთ...“ - 21 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ... ახალი ნარკოტიკები ძველებზე ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება“ - ხათუნა ნოელი სატურნისა და ნეპტუნის შეერთებაზე

„გარდაცვალება არ გულისხმობს რომ უკვე კარგად ხარ, უხილავ სამყაროშიც არსებობს ბევრი არსება, ჩვენ ვუკავშირდებით მათ...“ - ინტერვიუ წინაპართა საგვარეულო ხაზის მკურნალთან