
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა. დღევანდელი დღეც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან დღე ზრდას, ღამე კი კლებას იწყებს. გამოიყენეთ დღე მაქსიმალურად პოზიტიურად და გადადგათ ახალი ნაბიჯები.
გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და ინფორმაციას, რასაც დღეს მოისმენთ...“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - გათავისუფლდით ყველაფრისგან, გადახედეთ წარსულს და დააკვირდით თქვენს ქცევებს!
კურო - საკმაოდ პოზიტიური დღეა, მიიღებთ შეთავაზებებს. გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც მომავალში რომანტიკა გელოდებათ!
ტყუპები - თუ რამე პრობლემა გამოგიჩნდებათ, შეგიძლიათ დასახმარებლად მეგობარს მიმართოთ. ეცადეთ, არ იყოთ გულახდილი. ნუ გაანდობთ სხვებს გეგმებს.
კირჩხიბი - არ გარისკოთ, შეეცადეთ მშვიდ გარემოში გაატაროთ დღე. შეგიძლიათ იყოთ სახლში.
ლომი - მრავალფეროვანი დღე გელოდებათ, ბევრ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა.
ქალწული - არ არის სასურველი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა! კარგად დაფიქრდით ყველაფერზე.
სასწორი - უჩვეულო დღე გელოდებათ, მიიღებთ ახალ გამოცდილებას. დაკავდით ნებისმიერი საქმიანობით, რასაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს.
მორიელი - გელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები, შესაძლოა რადიკალურიც კი. ნუ შეუშინდებით და პოზიტიურად შეხედეთ დღევანდელი დღის ცვლილებებს.
მშვილდოსანი - დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, რომლის შესრულებაც გჭირდებათ. იქნებით საკმაოდ პროდუქტიულები.
თხის რქა - ნეიტრალური დღეა, ეცადეთ სხვებს თქვენი გეგმები არ გაუზიაროთ.
მერწყული - თავი ხელში აიყვანეთ და სხვებს არ ანახვოთ თქვენი ემოციები. იყავით რაციონალურები.
თევზები - არ წამოეგოთ პროვოკაციებს, ეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ დღე!
ასევე დაგაინტერესებთ: