Digest Logo

„გარდაცვალება არ გულისხმობს რომ უკვე კარგად ხარ, უხილავ სამყაროშიც არსებობს ბევრი არსება, ჩვენ ვუკავშირდებით მათ...“ - ინტერვიუ წინაპართა საგვარეულო ხაზის მკურნალთან

1742466421
ანა ანთაძე

წინაპრებთან ურთიერთობა ძველ კულტურებში, მათ შორის საქართველოში, განსაკუთრებით კი თუშეთსა და ხევსურეთში, მიღებული პრაქტიკა იყო. წინაპრებთან კავშირის დამყარება მათ ეხმარებოდათ, სათანადოდ გამკლავებოდნენ ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ გამოწვევებს და წინაპრების დახმარებით სირთულეები მეტი რესურსულობითა და სიბრძნით დაეძლიათ.

წინაპართა ხაზებთან კავშირის წყვეტილი ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ მათგან გადმოცემული ტრავმების სახით ვლინდება, არამედ ამ ტრავმებთან გამკლავების უსუსურობაში. ხშირად არც კი ვიცით, რა არის ტრავმის წყარო ან როგორ გადავლახოთ ის.

წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების დროს ვუკავშირდებით ჩვენს ძველ წინაპრული სიბრძნის წყაროს, რომელიც მოიცავს ცოდნას როგორც წინაპრებისგან გადმოცემული საგვარეულო ტრავმის, ასევე მისი განკურნების შესახებ.

კურნების დროს ვსწავლობთ წინაპრებთან ჯანსაღი კავშირების აღდგენას და საკუთარ ხაზებში სიმთელის აღქმას, ვაძლიერებთ ჩვენს ინტუიციურ უნარებს და უფრო ავთენტიკურ ურთიერთობას ვამყარებთ საკუთარ თავთან, ოჯახთან და ზოგადად სამყაროსთან. 

აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ანა ანთაძემ, წინაპართა საგვარეულო ხაზის მკურნალმა, გადაცემაში „სასწაულების ძიებაში“ ისაუბრა:

„კარმის მცნება შეიძლება აბსტრაქტული იყოს, სინამდვილეში კარმა არის ძალიან კონკრეტული და მარტივი პრაქტიკული ფენომენი. კარმა არის მიზან-შედეგობრიობა. ვარსებობთ ამ კანონის ქვეშ, როცა ვიბადებით ამ სამყაროში. მე რა თესლსაც დავთესავ, იმას მოვიმკი. ეს პრინციპი ვითარდება ჩვენს საგვარეულოზე, ჩვენს ხაზებში თუ ისტორიულად რაღაც აგრესიით დაითესა, ეს გრძელდება. უბრალოდ შემდეგ გაუცხოებაში ვართ, ვლინდება სხვადასხვა ასპექტებში, ცნობიერებაში კი ეს საიდან მოდის არ ვიცით. 

 კარმა არის შენი კოლექტივის შედეგი. ჩვენი არჩევანია ამას უსამართლობად მივიჩნევთ თუ სამართლიანად. მოცემულობა არის ასეთი, რომ ჩვენ მთელის ნაწილი ვართ, მე ინდივიდი ანა ასევე ვარსებობ, მაგრამ არ ვარსებობ განყენებულად ჩემი საგვარეულო ხაზებისა. იქიდან გამომდინარე, რომ მე გენეტიკურად და მხოლოდ ჩემი  წინაპრების მეშვეობით დავიბადე ამ სხეულში, უკვე მეძლევა პასუხისმგებლობა იმისა, რომ მათი მეშვეობით მათი ინფორმაციებით ვიბადები.

ზოგიერთი ვიბადებით რთულ ვითარებაში, მაგრამ ამას როგორ ვუდგებით ეს ჩვენზეა დამოკიდებული. მთავარია ჩვენ არ ვიყოთ მარტო, მხარდაჭერა უნდა გქონდეს წინაპრებისგან, უნდა დაუკავშირდეთ მათ. თუ საგვარეულო ხაზში ჯერ კიდევ არის არეულობა, უნდა განვკურნოთ. ამას დრო სჭირდება, ყურადღება, ენერგია. როცა ამას მოვახერხებთ, შემდეგ გვაქვს წინაპრების დიდი მხარდაჭერა. 

როცა შენი წინაპრების ხაზის საუკეთესო თვისებებს აძლიერებ, აქტიურად ცხოვრობ და ყოველდღიურობაში შემოგაქვს, ესეც ერთგვარი ზრუნვაა მათზე, პატივისგებაა“, - ამბობს ანა ანთაძე.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში მაინტერესებდა რა ხდება ჩემს შიდა სამზარეულოში, ოჯახში, თუ იყო არაჯანსაღი დინამიკა. სიყვარულის ნაკლებობის გამო არ ყოფილა ეს, უბრალოდ ხვდები, რომ არის რაღაც, რაც ამ ველს ამძიმებს. როცა პირველად დავუკავშირდი ჩემს წინაპრებს, დედის ხაზთან მქონდა ეს კავშირი და იყო ძალიან ძლიერი. ამან დადასტურება მომცა იმისა, რომ მაგ ველს პირდაპირი გავლენა აქვს. უცებ წამოვიდა დედასთან ისეთი თემები, რაც დიდხანს ვერ ვუგებდით. სამყარო ყოველთვის გპასუხობს, ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ ასეთი რაღაცები საკუთარ თავზე გამოვცადოთ“, - ჰყვება ანა ანთაძე.

„10 წლის წინ ვცხოვრობდი ბერლინში, სადაც ვმუშაობდი იქ ერთი ქალი იყო დაკავშირებული ოროვილთან. არ მქონდა დაგეგმილი აქ წამოსვლა. დავიბადე საქართველოში, გავიზარდე ვენაში, შემდეგ წავედი გერმანიაში. დავიწყე შემდეგ მოგზაურობა ინდოეთში. როცა აქ ჩამოვედი მივხვდი, რომ ძალიან მაინტერესებს აქაურობა. ამ ადგილას სადაც ახლა ვართ იყო უდაბნო, მერე ქალმა მეგობრებთან ერთად ნელ-ნელა განსაკუთრებული ადგილი შექმნეს. 

ჰქონდათ თავიანთი თვითმმართველობა, თუმცა ინდოეთმა წაართვა და ახლაც გადაწყვეტილებებს ის იღებს. 

მინდა ვიცოდე რატომ დავიბადე ქართველად, ამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიზეზი“, - ამბობს ანა ანთაძე. 

„წინაპრებისგან მოდის ისეთი დიდი ცოდნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვაქციოთ ღვაწლად და ვაჩუქოთ სამყაროს. ეს ხდება ერების, კოლექტივების დონეზე. ჩვენ თვითონ ფესვებში რომ უფრო მდგრადები გავხდებით, ამნეზია ნელ-ნელა იხსნება. ძალიან ძველი ერი ვართ, დიდი ისტორია გვაქვს და განსაკუთრებულია ის, რომ ძალიან ბევრი შრე გავიარეთ. მომსწრეები გავხდით როგორ გვიპყრობდნენ დიდი იმპერიები. ის იმპერიები დღეს აღარ არსებობს, ჩვენ კი ისევ ვართ. საბჭოთა კავშირიც არის ტრავმა და ეს ტრავმა იწვევს ამნეზიას. ბევრი სიმდიდრეა ჩვენს ცოდნაში, ბევრია აღმოსაჩენი. წარსული, აწმყო და მომავალი ერთი ქსოვილია, თუ წარსულთან ჯანსაღი ურთიერთობა არ გაქვს, მომავალში ვერ გაფრინდები. გინდა თუ არა შენ აღმოცენებული ხარ შენი წარსულიდან. 

ეს არის პროცესი, სადაც ვეხმარებით ჩვენს წინაპრულ ხაზებს, თუ არის მათში ტრავმები, სიმძიმეები, ვეხმარებით გარდაქმნაში. ეს ხდება პირდაპირ დაკავშირებით წინაპრებთან. ჩვენ ვაღიარებთ წინაპრებს როგორც ნამდვილ არსებებს, არ ვმუშაობთ ქვეცნობიერში არსებულ ნაწილებთან, არამედ ვაღიარებთ, რომ არსებობენ წინაპრები სხვა განზომილებაში, არ არიან ხილვადები ჩვეულებრივი თვალისთვის, მაგრამ როგორც მატერიალურ სამყაროში არსებობს ბევრნაირი არსება, უხილავშიც ბევრნაირი არსება არსებობს. 

მეორეს მხრივ ამ მიდგომით ვაღიარებთ, რომ რადგან ხარ წინაპარი არ ნიშნავს იმას, რომ ხარ წყნარ, მშვიდ მდგომარეობაში. გარდაცვალება არ გულისხმობს რომ უკვე კარგად ხარ. საიდან შეიძლება მივხვდეთ, რომ კარგად არიან თუ არა ჩვენი წინაპრები? უნდა შეხედო შენს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ, პოლიტიკურ მდგომარეობას. 

ეს პროცესი რაც შეიძლება უსაფრთხოდ უნდა გავაკეთოთ, ზოგიერთი გარდაცვლილი ჯერ არ არის გარდაქმნილი და თუ მათ მოვუხმობთ არც მათთვისაა კარგი, რადგან მათ პროცესს აჩერებს და არც ჩვენთვის ვარგა, რადგან ენერგეტიკის დაბინძურებაა. ჩვენ ამ პროცესით გვინდა დავეხმაროთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არიან გარდაქმნილები და ცუდად არიან. ამას მათთან პირდაპირ დაკავშირებით არ ვაკეთებთ, ვუკავშირდებით იქ, სადაც ეს ტრავმა ჯერ კიდევ არ მოხვედრილა.

ყველა საგვარეულო ხაზი არის როგორც მზის სხივი, უნიკალურია, არ მეორდება. ყველა ძაფი არის ნაწილი ერთი ხალიჩის, სიმთელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

წინაპრებთან დაკავშირება არის ისეთი ჩვეულებრივი რამ, რომ რაც კი ადამიანები დედამიწაზე არსებობს იქიდან მოყოლებული ვაკეთებდით. ჩვენ და ისინი ვართ ერთი სიმთელე, თუ ერთი ნაწილი ამოვარდება მდგომარეობიდან ეს მეორე ნაწილზე აირეკლება. ერთმანეთზე დიდი გავლენა გვაქვს, ამიტომ ამ მეთოდით ვბრუნდებით იმ დროში, სადაც საჭიროა. 

არ არის აუცილებელი მხოლოდ ხილვადი არსება კავშირის დასამყარებლად, წინაპრებს ვიხმობთ, ვგრძნობთ კავშირს, ვამყარებთ კონტაქტს. ამას არანაირი თეფშების ტრიალი არ სჭირდება. შენი სხეული არის პორტალი წინაპრების, მათ გარეშე ვერ მოხვიდოდი. ეს არ არის სპირიტუალისტური მიდგომა. ეს ბუნებრივი მიდგომაა. 

თუ შენი ცნობიერებიდან მოდის ამის კავშირი ეს ძალიან კარგია. როცა წინაპრულ ველში ცვლილებაა ნიშნავს, რომ ეს ასევე ჩვენს სხეულებრივ დონეზეც ხდება“, - ამბობს ანა ანთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მრცხვენია ძალიან და არსად მომიყოლია, უზრდელი, თავხედი ბავშვი ვიყავი, მეზიზღება ის გოგო...“ - ნუკი კოშკელიშვილი პოლიციის შეურაცხყოფის გამო დაწერილ ჯარიმაზე

„გვეხმარება არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაში“ - რა მნიშვნელობა აქვს რა ფერის საკვებს მივირთმევთ

🎥 „მძინარეს მანქანამ თავზე გადაუარა, მის ლეკვს ხერხემალი დაუზიანა...“ - ჯესისა და მისი ლეკვის ბუთას გადარჩენის ისტორია