
ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობი ქეთევან კიკნაძე გამოეხმაურა და კოლეგას ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა.
„მიშა! ძალიან დამწყვიტე გული, შენ ვერ გამოიყენე ვერც მამაშენი, ვერც ჩვენი ოჯახი და რაც მთავარია, შენი ნიჭიერება, რატომ, რატომ.....
ადრე იყო შენი წასვლა ამ ქვეყნიდან. შენგან შორს იყო ბოროტება, მხოლოდ სიკეთე მოდიოდა შენგან, სიკეთე და მზრუნველობა, თავდადება შენი პროფესიისადმი. ნათელი დაგადგეს ცათა სასუფეველში“, - წერს ქეთევან კიკნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 როგორ გაახარა ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა გულშემატკივარი - ემოციური კადრები
🎥 არის თუ არა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%? - ქუჩის გამოკითხვა ბათუმში