
რამდენიმე დღის წინ მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა, მისი რჩეული ცნობილი ამერიკელი აგენტი დარენ პრინსცია.
მან ნიშნობა მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
ახლახან მომღერლის რჩეულმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა, რომელიც ნუცას ეძღვნება:
„ძალიან ვამაყობ ჩემი ნუცა ბუზალაძით...ის ყველაფერში, რასაც აკეთებს, ღმერთის რწმენას პირველ ადგილზე აყენებს და ყოველთვის ყველაზე პოზიტიური აზროვნება აქვს. მე იშვიათად მინახავს 28 წლის ასაკში ადამიანი, რომელიც ასეთი ჩქარი რიტმით ცხოვრობს.
ის თავდაუზოგავი შრომის წყალობით აღწევს და მიაღწევს უდიდეს წარმატებას. მისი ბედნიერება ყველაზე მეტად მახარებს, რადგან მუდამ მისი ნომერ პირველი გულშემატკივარი ვიქნები“, – წერს დარენ პრინცი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს ქობულეთში ბინა აჩუქა
⭕„მხიარული და პოზიტიური გოგო“ - ნუცა ქავთარაძე გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს