„შევარდნაძის ფენომენი ისევე შეუსწავლელია საქართველოში, როგორც სხვა უამრავი რამ!მთავარი დანაშაული შევარდნაძისა მენტალური და ყოფითი ცხოვრების გამრუდება-გადაგვარებაა!“, - ამის შესახებ ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ქართველების მენტალობა შეცვალა.
„სულ ახლახან გასრულდა 50-ე წლისთავი ედუარდ შევარდნაძის ეპოქისა! დღესაც საქართველო შევარდნაძის
ეპოქის ზეობის ხანაშია:
ხელისუფლებები, სამეუნეო-ფინანსური ოლიგარქიული ჯგუფები, მორღვეული და კორუფციაში ჩაძირული სახელმწიფო, გაძარცული, დეინდუსტრიალიზებული და სანახევროდ გაყრილი საკუთარი ქვეყნიდან!
ეს მისი ეპოქის დამსახურებაა და იმ ხალხისა, რომელიც მან აღზარდა პოლიტიკაში, გარყვნა უკანასკნელ უჯრედამდე და შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანა.
პროცესი გრძელდება! მაგრამ მთავარი დანაშაული შევარდნაძისა მენტალური და ყოფითი ცხოვრების გამრუდება-გადაგვარებაა!
ეს მან შეცვალა და საკუთარ მიზნებს დაუქვემდებარა ქვეყანა, სისტემის ფარგლებში სისტემა ჯერ საკუთარი
მიზნებისთვის გამოიყენა, შემდეგ კი, როგორც დაქვემდებარებულმა მოთამაშებ, ამ სისტემის დემონტაჟში მეორე რიგის როლი შეასრულა!
ქართველი დღემდე ვერ გამორკვეულა ამ საშინელებისგან, რომ არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ ექცეოდე
საკუთარ ქვეყანას, საკუთარ მომავალს და სპობდე მას! შევარდნაძის ფენომენი ისევე შეუსწავლელია საქართველოში, როგორც სხვა უამრავი რამ!
მე პირუთვნელ, ცივი გონებით შეფასებებს ვგულისხმობ და არა მეხოტბეთა გნიასს! შევარდნაძემ შეცვალა მენტალობა ქართველისა და შეცვალა უსაზიზღრესი მიმართულებით, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და სხვაზე დამოკიდებულმა კაცმა (თუმცა, არაორდინალურმა კაცმა), ისე დაასრულა ცხოვრება, როგორც უნდა დაესრულებინა:
პატივისცემის, პოლიტიკური ავტორიტეტისა და პოლიტიკური შედეგების გარეშე!
შედეგი სახეზეა! ახლა შევარდნაძის ეპოქის პიკია და მის შემდეგი ხელისუფლებები - ეს შევარდნაძის სისტემის ნაყოფი და შედეგია“, - წერს დემურ გიორხელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇