Digest Logo

„ყველა თავისი სკამისთვის იჭიმება. ვერ ვიტან ზელენსკის, რადგან მგონია, რომ...“ - რას წერს ხატია სიჭინავა

1666603701
ხატია სიჭინავა

„უკრაინელი, რომელიც ომს გამოექცა და რუსი, რომელიც ომს გამოექცა, ჩემთვის ერთიდაიგივენაირად ადამიანია, რომელსაც არ უნდა ომი. როგორც იცით, არასდროს მიფიქრია მოდურად მეფიქრა, ან რასაც ყვირიან, იმან ჩემი აზრი ჩამიხშოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.

„რატომ არ აგინებ ოცნებასო. პოზიცია არ შემიცვლია, ბევრი რამ არ მომწონს ისევ, მაგრამ გავაანალიზე რა, რომ ოპოზიცია ბერად უარესი გვყავს, საერთოდ გავჩუმდი. დავიღალე ამ ორ პოლუსზე ფოკუსირებით. არც ზოგიერთივით მუდამ ნეგატივის ნთხევა მიზიდავს. თან უაზროდ, რამეს რომ ცვლიდეს ოქ.

პანდემიასთან მიმართებაში პრემიერმა კი დაიწერა ჩემს თვალში დიდი პლუსი. ასევე ვეთანხმები, რომ ომი არ უნდა დაიწყოს საქართველოში, რადგან მიმაჩნია, რომ ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ომს. ან უბრალოდ არ მინდა და მორჩა.

რა პლუსი დაიწერა ოპოზიციამ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში? მხოლოდ მინუსის მინუსი. ადრე ინგასთან ვთქვი გადაცემაში, ცალმხრივი პროტესტი უბრალოდ მოსაბეზრებელია როცა არც არაფერი არ იცვლებათქო და მომბეზრდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და არა პოლიტიკური ფიგურებისთვის.

მოკლედ, არ ვიღლი თავს იმით, რაშიც ტყუილად ვხარჯავ ენერგიას. ვერ ვიტან ზელენსკის, რადგან მგონია რომ .. ამასაც ჩემთვის შევინახავ. არავითარი მესამე ძალა ჩემთვის არ არსებობს. ყველა თავისი სკამისთვის იჭიმება. ვერ ვიტან პუტინს (დიდი ხანია) რადგან მიმაჩნია, რომ იყო არის და იქნება ჩვენი მტერი.

უკრაინელი, რომელიც ომს გამოექცა და რუსი, რომელიც ომს გამოექცა, ჩემთვის ერთიდაიგივენაირად ადამიანია, რომელსაც არ უნდა ომი. როგორც იცით, არასდროს მიფიქრია მოდურად მეფიქრა, ან რასაც ყვირიან, იმან ჩემი აზრი ჩამიხშოს. არ მახსენდება ერთი ოპოზიციონერი, რომელმაც დაიცვა 70% უფლება, როცა ძალით მოითხოვდნენ საცდელი ვაქცინის გაკეთებას. ამიტომ ძალიან მკიდია მთელი ოპოზიციური სპექტრი. ხო და ვერ ვხვდები რას ითხოვთ, რა დავპოსტო პოლიტიკაზე?  

პ.ს. ჩემი ერთადერთი სამსახური ისევ ჩემი შვილების მძღოლობაა. ასე რომ არსად დამიწყია სამსახური და მეტიც, გადაცემის გაკეთებასაც კი ვერ ვახერხებ, რადგან როგორც იცით, პროექტი რომ მიიტანო, დაფინანსება ან მართლა პატრონია საჭირო ყველა კითხვას გავეცი პასუხი“, - წერს ხატია სიჭინავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გეწყებათ წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი“ - რომელ ნიშანს აფრთხილებს ცაგარელი

🔵„კოსმოსი გვიწყობს გამოცდას, ზემოთ არის შტორმი... სრული მობილიზაცია გამოაცხადეთ!“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

🔵„წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს - ეს გულდასაწყვეტი და არასწორია“ - დათო გორგილაძე