მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს.
მის მიერ გავრცელებულ შავ-თეთრ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ღმერთო რა ლამაზია“.
„მისმა ქმარმა უნდა თქვას გამიმართლაო“.
„ბედნიერი ქალი ასე გამოიყურება“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და იგი ასევე, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.


ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორი დახვეწილი, ნაზი და გემოვნებიანი ხარ“ - როგორ აფასებენ თიკა ჯამბურიას ახალ ფოტოებს
⭕„ჩემს ძვირფას ყოფილთან (ყველასთან) ბოდიში, მაგრამ...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე