
20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მძიმე ავარიის შედეგად 4 პირი დაიღუპა. დაღუპულები ზუგდიდიდან იყვნენ.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს. გვერდის ინფორმაციით ახლად შესვენებულებს მიტროპოლიტმა წესი აუგო:
„ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა აღასრულა წესის აგება ახლად შესვენებულთა – ლაშას, ელისაბედის და თამარის სულის საოხად.
„მოიხსენენ, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა, რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებულნი მონანი და მხევალნი ღმრთისანი: ლაშა, ელისაბედი, თამარი და მარიამი, და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ“, - წერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ
🎥 ჟურნალისტ გიორგი კობერიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა