ჟურნალისტმა და „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელ დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
„როდესაც რუსთავი 2 ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია.
წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც „რუსთავი 2” არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს.
საოცარი იყო რუსთავი 2-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი გული რუსთავი 2-ში რჩება“, - წერს ირაკლი იმნაიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბათუმში კაცს, რომელიც მანქანაში ბენზინს ასხამდა, სიგარეტის მოკიდების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
🔵ქუჩები, სადაც დღეს წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი