
რამდენიმე თვის წინ ცნობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული წარმატებული ამერიკელი სპორტისა და შოუბიზნესის აგენტი დარენ პრინსცია. წყვილმა ნიშნობა მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
ამჯერად, ნუცა რჩეულთან და მეგობრებთან ერთად საქართველოს ესტუმრა, მცხეთაში გადაღებული ფოტოები მომღერალმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:
„11 წლის ასაკიდან ლოცვა და სანთლების ანთება გახდა ჩემი წმინდა რიტუალი, ჩუმი ძაფი, რომელიც მაკავშირებს ყველა იმ კურთხევასთან, რაც ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში მომანიჭა.
მადლიერი ვარ, რომ ამ მომენტს ვუზიარებ დარენს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელია, პატივს სცემს ყველას, ვისაც ღმერთი უყვარს. ჩვენ სულიერად დავუკავშირდით ერთმანეთს და დანარჩენი თავისთავად აეწყო...“, – წერს ნუცა ბუზალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ანნას რელიგიური შეკითხვები დედაოს - ნოე სულაბერიძე უთბილეს კადრებს გვიზიარებს
🎥 „საფულეში არ შეინახოთ სურათები, ჩეკები, წამლები“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი
⭕„ბედნიერი დასვენება, მშვენიერო“ - რუსა ჩაჩუა ბოდრუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს