Digest Logo

„უდიდესი იყო პატრიარქის სიბრძნე, სიკეთე, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სიყვარული... ამოუწურავია რაც შექმნა მისი ეპოქით!“ - ეკა ბესელია

1773828247
ეკა ბესელია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი ეკა ბესელია გამოეხმაურა. იგი პატრიარქს ემოციური სიტყვებით გამოემშვიდობა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა:

„არ ვიცი ხვალ როგორი იქნება, მაგრამ დღეს მთელი საქართველო ჭირისუფალია …

დღეს ჩემი დიდი მამა დაგვემშვიდობა და არც კი ვიცი როგორ უნდა გავიაზრო ეს ….

ბოლო 25 წელზე მეტია არაფერი მახსოვს მნიშვნელოვანი ჩვენი პატრიარქის გარეშე ….

არავინ მინახავს მასზე დიდი ადამიანი, რომელსაც უფრო დიდი სიყვარული შეეძლო და უფრო დიდი ზრუნვა …

უდიდესი იყო პატრიარქის სიბრძნე, სიკეთე, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სიყვარული ….

უამრავი ისტორია მაკავშირებს პატრიარქთან და არ ვიცი ამ ისტორიებთან მარტო დარჩენა როგორი იქნება ….

მადლობა უფალს, რომ ბევრი წელი, ბევრი დღე და საათი მამყოფა უდიდესი ადამიანის გარემოცვაში და მქონდა ეს დიდი ბედნიერება მესაუბრა ყველაფერზე ….

ჩვენს ერს უდიდესი მადლი და სულიერი საყრდენი უბოძა უფალმა ეს წლები პატრიარქის წინამძღოლობით და მისი ლოცვა აძლიერებდა სულიერად სამწყოსს…

საოცარი იუმორით, საოცრად ნატიფი ფერებით, ხელოვნების უზადო ნიჭით იყო დაჯილდოებული ჩვენი მამა.
ქმნიდა ულამაზეს მუსიკას, ხატავდა საოცრად …

ამოუწურავია რაც შექმნა პატრიარქმა მისი ეპოქით!

გვაჩვენა როგორია ნამდვილი სიყვარული….

გმადლობ ჩვენო სულიერო მამავ ყველაფრისთვის...“, - წერს ეკა ბესელია. 

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი და მქადაგებელი... ფასდაუდებელია მისი ღვაწლი“ - სპორტსმენები ილია მეორის გარდაცვალებაზე

„დღეს ყველა ქართველი ჭირისუფალია, მადლობა ყველაფრისთვის“ - როგორ გამოეხმაურნენ ცნობილები ილია მეორე მეორის გარდაცვალებას

„იყო ჩვენი კოლექტიური მეხსიერების სიმშვიდე, წერტილი, საითკენაც ყველაზე დიდი ქარიშხლების დროსაც კი გაუცნობიერებლად ვიხედებოდით“ - ბაჩო ოდიშარია