Digest Logo

„სათითაოდ გენაცვალეთ გულში ჩემო იმერლებო, იდეის ავტორებო და შემსრულებელო, ღირსეულო ვაჟკაცო ახალგაზრდებო“ - ბესო ჩუბინიძე

1761556256
ბესო ჩუბინიძე

26 ოქტომბერს სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებით სპეკულაციური განცხადებები გავრცელდა,რაც „ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა „პერფორმანსმა“ გამოიწვია.

ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.

თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.

აღნიშნულ წარმოდგენას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გამოეხმაურა:

„სათითაოდ გენაცვალეთ გულში ჩემო იმერლებო!

ჩემო ჭიათურლებო და ამ „პერფორმანსის“ იდეის ავტორებო და შემსრულებელო ღირსეულო ვაჟკაცო ახალგაზრდებო.

დიახ! თქვენ უნდა გააერთიანოთ 1993 წელს და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაყიდული საქართველოს მიწები! დიახ! თქვენ უნდა იყოთ თაობა რომლებმაც ეს ომით კი არა, არამედ - გონით, დიპლომატიით, ცოდნით და მშვიდობით უნდა გააკეთოთ!

თქვენ გენაცვალეთ ჩემო ღირსეულო ახალგაზრდებო! არასოდეს დაგჭირვებოდეთ ჩემი და ჩემი მეომრების უხეში ძალა, თორემ - ჩვენ ისევ ისე შეგვიძლია საქართველოს გარე და შიდა (!) მტერს დავუხვრიტოთ შუბლები!

ავუჩეხოთ სახე! ისევ დავუსისხლიანოთ გულ-ღვიძლი და ისევ დავაკლათ იმ მიწას რომელიც 1993-ში და 2008-ში გაგვიყიდეს ქართველი მოღალატეების ხელით! ჩვენ ცოცხლებიც ვართ!

ჯანმრთელებიც და ომში უშიშრად კაცის კვლაზე ისევ წამსვლელნიც... მაგრამ ახლა თქვენი დროა, დიახ - თქვენ, ამ პერფორმანსის ღირსეულო ავტორებო, რომლებმაც ასე ემოციურად შეკარით გაყიდული საქართველოს კონტურები“, - წერს ბესო ჩუბინიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ენერგეტიკულად ძლიერ დღედ ითვლება, შენზეა დამოკიდებული გამოიყენებ მას შემოქმედებისთვის თუ დანგრევისთვის“ - თაკო მელიქიშვილი 27 ოქტომბერზე

მოულოდნელი სიახლეები, დამსახურებული წარმატება და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„დედამ მასწავლა, თუ არ გინდა დარდი და ტანჯვა, სხვის შეცდომებზე ისწავლე ცხოვრებაო...“ - გია ჯაჯანიძის ემოციური პოსტი