
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ნიკოლოზობას ულოცავს:
„მიყვარს წმინდა ნიკოლოზი და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის! გფრავდეთ წმინდა ნიკოლოზი! ამინ“, - წერს ზურა ხაჩიძე.
„გილოცავთ შეგვეწიოს წმინდა ნიკოლოზის მადლი და ძალა“,
„ამინ. გფარავდეს შენს ულამაზეს ოჯახთან ერთად“,
„გილოცავთ! გფარავდეს მუდამ“,
„გილოცავთ! შეგვეწიოს წმ.ნიკოლოზის ძალა“, - წერენ კომენტარებში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕+29, +31 გრადუსი - საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
⭕„მიყვარხარ და იცოდე, რომ გასახელებ...“ – პაატა გულიაშვილს შვილი დაბადების დღეს ულოცავს