Digest Logo

„არ არის რეკომენდებული დაპირებების გამოცემა...“ - 17 აგვისტოს ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან

1755360348
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„დღის ასტროლოგიური ტენდენციები – 17 აგვისტო.

მთვარე მთელი დღის განმავლობაში ტყუპის ნიშანში იმოძრავებს, რაც მიანიშნებს, რომ გაძლიერებული იქნება ჰაერის სტიქია. წინ წამოიწევს ურთიერთობების და სწავლის სურვილი. თუმცა საქმიანი ურთიერთობების განვითარება და ამ მიმართულებით სერიოზული „გარღვევა“ მოსალოდნელი არ არის.

ამ დღეს მთვარე მხოლოდ სეპარაციული ასპექტებს ქმნის, აქედან გამომდინარე, ეს არის ასე ვთქვათ, „ბორბლის მოჭიდების გარეშე ბრუნვის“ ტენდენცია (თეორია - პრაქტიკის გარეშე, ანუ ლაპარაკი და არანაირი საქმე). ასე რომ, შეიძლება შეხვედრა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრისთვის, მოლაპარაკება - მოლაპარაკებისთვის და ა. შ. თუ გვინდა, რომ შეხვედრებიდან ან მოლაპარაკებებიდან პოზიტიური შედეგი დადგეს, სასურველია საბოლოო გადაწყვეტილება არა 17 აგვისტოს, არამედ შემდგომ დღეებში მივიღოთ.

ამ დღეს არ არის რეკომენდებული დაპირებების გამოცემა (მომავალში გაგიჭირდებათ მათი შესრულება), ასევე არასასურველია ტექნიკის და გაჯეტების შეძენაც.

კარგი დღეა სეირნობისთვის, სადმე გამგზავრებისთვის, ახალი იდეების ან ლიტერატურული პროექტის მოფიქრებისთვის, წარსულის ანალიზისთვის, ძველი ჩანაწერების გადახედვისთვის და მათი შესწორებისთვის, ურთიერთობებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის, სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, სეირნობისთვის, კარდიო - ვარჯიშებისთვის, ასევე იოგით ან ციგუნით დაკავებისთვის“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პოლიციამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

⭕ როგორ დავიცვათ თავი ნაწლავთა დიზენტერიისგან?

⭕ „დახვეწილი და არაჩვეულებრივი...“ - რუსა ჩაჩუას ცხელი დღეები მოგზაურობიდან