მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და ქამარი დათმო.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში იანი გააქტიურდა, ის კრივში ჯობდა დვალიშვილს და თეიქდაუნებისგანაც თავს კარგად იცავდა.
დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა:
„მადლობა ჩემს ოჯახს, ყველაფერი კარგადაა, დედი, მიყვარხარ. შენ გენაცვალე გულში.
სამწუხაროდ ჩემმა მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა, მაგრამ რას ვიზამს, სპორტია. დღეს არ წავიდა ჩემი ბრძოლა, გავრისკე. ვინც არ რისკავს ნაბეღლავს არ სვავს.
მიზეზების ძებნას არ დავიწყებ, მაგრამ დავბრუნდები უფრო ძლიერი. ყოველთვის როცა წამიგია, ძლიერი დავბრუნებულვარ.
ჩემს მაქსიმუმს ჩავდებ, შრომა არც აქამდე დამიკლია. მადლობა ყველა ქართველ გულშემატკივარს“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/24938012395870126
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სამი ჭოხო“ - ნატო გელაშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„ოჯახური სითბო და ემოციური გაბრწყინება...“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 7 დეკემბერს