Digest Logo

„მჯერა, უფალმა არ მიატოვა და ახლა ისეთ ადგილას არის, სადაც ვეღარავინ ავნებს, სადაც მხოლოდ სიმშვიდე, სიყვარული და სინათლეა“ - რას წერს კოკი ფერაზი-ფანგანი

1758140146
კოკი ფერაზი

2024 წლის, 18 სექტემბრის ღამით დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ელვისებურად გავრცელდა. მოკლული ყველასთვის კარგად ნაცნობი კესარია აბრამიძე აღმოჩნდა. 37 წლის ტრანსგენდერ ქალს ყოფილმა პარტნიორმა, 1998 წელს დაბადებულმა ბექა ჯაიანმა სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში დანით მიაყენა.

კესარიას შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ინფლუენსერი კოკი ფერაზი-ფანგანი და მეგობარს იხსენებს. 

„ერთი წლის წინ, ამ დღეს… მე და ქრისტინე იმედაძე ბათუმიდან ქუთაისში ვბრუნდებოდით კონცერტის შემდეგ. გზაში, უკვე ქუთაისში, ქრისტინემ მითხრა: „ვაიმე, კოკი, კესარია მოუკლავთ!“

მაშინ თითქოს დრო გაჩერდა… ხმა ვეღარ ამოვიღეთ, ვერ დავიჯერეთ. გულში გვქონდა იმედი, რომ ეს საშინლად მტკივნეული ამბავი სიცრუე აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, მალევე ჩემმა მეგობარმა შოთამ გამომიგზავნა ის საშინელი კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, ის ღამე კოშმარი იყო დაუჯერებელი, მძიმე, სულის შემძვრელი.

დღემდე მიჭირს დაჯერება, რომ კესო აღარ არის ჩვენს გვერდით ის იშვიათად კეთილი, თბილი, გულწრფელი ადამიანი იყო არასოდეს შეურაცხყოფდა, ცუდის მთქმელსაც კი არ ლანძღავდა, პირიქით ამაზე და საკუთარ თავზეც კი ხშირად ხუმრობდა.დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც კესო ზეცაში გაფრინდა…

ვიცი და მჯერა, რომ უფალმა არ მიატოვა. მჯერა, რომ ახლა ისეთ ადგილას არის, სადაც ვეღარავინ ავნებს, სადაც მხოლოდ სიმშვიდეა, სიყვარული და სინათლეა. 
ნათელში იყავი, კესო… შენი სიკეთე და ღიმილი მუდამ ჩვენთან იქნება“, - წერს კოკი ფერაზე-ფანგანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საქართველოში ქართველები არა კვდებიან“ - ეკა კვალიაშვილის პატრიოტული სიმღერა, რომელმაც ერთ დღეში მილიონამდე ნახვა დააგროვა

⭕ეკატერინე ტუღუშის პიკანტური ფოტოები - კადრებმა გამომწერები მონუსხა

🎥 ადგილი, სადაც ყველაზე ლაღად და კომფორტულად თავს ტარაკნები გრძნობენ! - საგანგაშო რეპორტაჟი „ნავთლუღის“ მიმდებარე ტერიტორიიდან