
„დაიჯესტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა და იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში „გული“ გადაიყვანა.
როგორც გავარკვიეთ, წინასწარმეტყველმა გულის შეტევა გადაიტანა. ამჯერად გოგა მანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, იგი კლინიკიდან გაწერეს:
„გიორგობას გილოცავთ. ახლა დავტოვე კლინიკა. მადლობა სამყაროს რიგზეა ყველაფერი. სიკეთეს გისურვებთ. ხვალ მიწევს მისვლა. თუმცა მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა თითოეულ თქვეთაგანს“, - წერს გოგა მანია.
მანამდე, „დაიჯესტი“ გოგა მანიას ესაუბრა, რომელმაც განგვიმარტა:
„ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, ხილვა, დეპრესია, სტრესი, დაღლა და მოხდა ასეთი რამე.
მყავდა სასწრაფო გამოძახებული და გადამიყვანეს კლინიკაში „გული“.
ახლაც კლინიკაში ვარ, მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს და ველოდებით ანალიზის პასუხებს.
ტელეფონი არ გაჩერებულა, იმდენი ადამიანი მკითხულობს და მირეკავს, მადლობა სამყაროს, რომ ამდენ ხალხს ვუყვარვარ“, - უთხრა „დაიჯესტს“ გოგა მანიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საგოლე მოქმედება საშუალოდ ყველა შეხვედრაში - მიქაუტაძეს შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა