ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.
„ავტოსაგზაო შემთხვევას ეცერში ძმები ლერი და როლანდი პაკელიანები ემსხვერპლნენ...
არ წყდება ტრაგედია, 1 წელიც არ გადის მშვიდობიანად ისე, ვინმე ახალგაზრდა ტრაგიკულად არ დაგვეღუპოს...
გისამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს,მეგობრებს...“, - წერია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორ გაირბინეს წლებმა, ერთ დროს პატარა გოგომ დღეს სკოლა დაამთავრა“ - გიორგი გაბუნია დაზე