გიორგი გოგოჭურს საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს სოციალური ქსელებიდან, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ძალიან მძიმე ისტორია.
4 წლის ასაკში მშობლებმა ბავშვთა სახლში ჩააბარეს. მიზეზი ეკონომიკური გაჭირვება იყო.
აღნიშნულ თემაზე მან გადაცემაში „ვეძებ“ ისაუბრა:
„დედის წინააღმდეგ პოლიციის გამოძახება მომიწია…
როცა 18 წლის გავხდი და სახელმწიფო მზრუნველობიდან ამოვირიცხე, ქუჩაში რომ არ დავრჩენილიყავი, წლების შემდეგ დედასთან დაბრუნება მომიწია. მასთან მხოლოდ ერთი კვირა ვიცხოვრე, მაგრამ ეს ერთი კვირა ჩემთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა.
დედამ, რომელმაც 4 წლის ასაკში ბავშვთა სახლში ჩამაბარა, წლების შემდეგ უკვე გაზრდილი შვილი რომ დაუბრუნდა — მისი ასეთი ქცევა და დამოკიდებულება, სამწუხაროდ, მოსალოდნელიც იყო…“, - ამბობს გიორგი გოგოჭური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან მალე დავაანონსებ...“ - რა სიახლეა ნუცა შანშიაშვილის შემოქმედებაში