იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ პოსტს უზიარებს, სადაც სულის სიმძიმეზე საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, როცა სული მძიმედ არის, ძველი ენერგია იშლება, შიში, ძველი მოლოდინი, ძველი ილუზია. ისინი მიდიან, მაგრამ წასვლის წინ ხმაურობენ:
„არის წუთები, როცა გგონია, რომ მთელი სამყარო თითქოს შენს „გულზე ჩამოჯდა”. თითქოს ჰაერიც კი უფრო მძიმეა და სიჩუმესაც თავისი წონა აქვს. ასეთ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ მარტო დარჩა საკუთარ ბნელ ოთახში.. იქ, სადაც კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები.
მაგრამ სწორედ ამ დროს იწყება ყველაზე უხილავი მოძრაობა.
როცა სული მძიმედ არის, ეს ხშირად ნიშნავს, რომ რაღაც ძველი ენერგია შენში იშლება. ძველი შიში, ძველი მოლოდინი, ძველი ილუზია. ისინი მიდიან, მაგრამ წასვლის წინ ხმაურობენ — როგორც ქარი, რომელიც კარს აჯახუნებს, სანამ საბოლოოდ ჩადგება.
მძიმე დღეები სულის ალქიმიის დროა. ისინი გვამზადებენ ისე, როგორც მიწა ამზადებს თესლს — ბნელში, სიჩუმეში, ნესტიან სიღრმეში.
შენ შეიძლება ვერ ხედავდე, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ყველაზე დაღლილი ხარ, რაღაც ახალი უკვე იწყებს შენში გაღვივებას. სული თითქოს უხილავ ხელებს აყოლებს და ნელა ალაგებს შენს შიდა სამყაროს.
და ერთ დღეს, თითქმის შეუმჩნევლად, მიხვდები — სიმძიმე აღარ არის ისეთი მძიმე. სუნთქვა ისევ ღრმავდება.
მზე ისევ ამოდის.. მაშინ მიხვდები ერთ საიდუმლოს: სული არასდროს მძიმდება ტყუილად თურმე.. ის მძიმდება მხოლოდ მაშინ, როცა მზად არის გადაიქცეს უფრო ნათელ სინათლედ..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕7 ძირითადი ემოცია, რომლებიც ადამიანს ბუნებრივად გააჩნია
⭕„იცით როგორ თავშეკავებული ვარ, ხშირ შემთხვევაში, თუმცა...“ - რას წერს ზაზა თელია