Digest Logo

„მხოლოდ ის გადარჩება, ვინც წარსულით მომავალს ქმნის...“ - გია მურღულია

1758258277
გია მურღულია

პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა:

„ყველა დროს თავისი სახე და დანიშნულება აქვს:
თუ უნდა მოხდეს - მოლოდინია, თუ უკვე მოხდა - აღსრულებაა, თუ ახლა ხდება - ორივე ერთად.
გააერთიანე წარსული და მომავალი აწმყოსთვის - განა სამივეს თავად არ ქმნი?
კვინტუს ჰორაციუსი თავისი „ოდების“ პირველ წიგნში ამბობს: „carpe diem“ (მოწყვიტე წამი, დაიჭირე წამი, მოიხელთე წამი - იცხოვრე დღევანდელი დღით).
თუმცა აწმყო არ არსებობს წარსულისა და მომავლის გარეშე - პირველი მას იწყებს, მეორე აგრძელებს და მის სიცოცხლეს მომდევნო აზრს სძენს.
დღეს ის ხდება, რაც შენმა წარსულმა შექმნა მომავლისთვის - შენი ცხოვრების ყველა წინა და მომდევნო დღე მასშია.
ჰოდა, ეცადე - გუშინდელი დღის ღირსეული შვილი და ხვალინდელი დღის ღირსეული მამა იყოს.
მხოლოდ ის გადარჩება, ვინც წარსულით მომავალს ქმნის“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი მამარდაშვილის უმშვენიერესი მეუღლე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „საოცარი გოგო ხარ“

„პირველი ქართულ-ამერიკული მუსიკალური პროექტი - მალე ყველა პლატფორმაზე!“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი

🎥 „ძროხები შევიძინეთ, თხილის პლანტაცია გავაშენეთ... ორ მეტრ თოვლში წავსულვარ“ - გაიცანით მსახიობი გულიადა სანოძე ხონიდან