Digest Logo

„მკვლელის ცხედარს არც დედა იღებს, არც ძმა და არც ვინმე ახლობელი... ცოცხალი რომ მიეღოთ თავის დროზე, შეიძლება მკვლელი არც გამხდარიყო“ - ნუგზარ სულაშვილი ათუაშვილზე

1674405831
ნოდარ ათუაშვილი

ნოდარ ათუაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გადაასვენებენ ყოფილ სამხედროს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი გამოეხმაურა.

„როგორც გავიგე, მკვლელის ცხედარს არც დედა იღებს, არც ძმა და არც ვინმე ახლობელი...

ცოცხალი რომ მიეღოთ თავის დროზე და ერთი სიტყვით მაინც ეკითხათ, რატომ განუდგა ყველას, რა აწუხებდა, ან რა სურდა, შეიძლება მკვლელი არც გამხდარიყო...

არადა კაენის მოდგმა ვართ... ყველა ჩვენგანის ცნობიერებაშია დალექილი ეს საშინელი მანკიერება და თუ ვინმე არ მივსულვართ ამ უკიდურესობამდე, სწორედ ერთმანეთის სიყვარულით და ურთიერთობებით შევძელით...
რა, ან ვინ დაკარგა მკვლელმა? არც არაფერი და არც არავინ, რადგან არც არავინ ჰყავდა და არც არაფერი ჰქონდა...

დედა მონაზონია და ალბათ თავად უკეთ იცის, რას უპასუხებს ღმერთს (???) არადა, ოდესღაც ალბათ ამ კაცსაც უყვარდა...

უყვარდა და იარაღით ხელში იბრძოდა აგვისტოს ომში... იბრძოდა ჩემთვის, შენთვის... ჰო ალბათ იმ ბიჭების ბედნიერი მომავლისთვისაც და...

და ჩვენ, ყველამ ერთად არ მივიღეთ... არ მივიღეთ არც ცოცხალი და არც მკვდარი...
"კაცია ადამიანი???", - წერს ნუგზარ სულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ხალხი ფეხზე დგას, აქ არ მოვასვენებინებთო“ - მეზობელი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

🎥 „ბავშვები შეიძლება ვერ ამჩნევენ, მაგრამ მასწავლებლები ვამჩნევთ, როგორი საბრალო თვალებით უყურებენ ისინი, როცა სხვები ჭამენ“ - ლაურა გოტიაშვილი

🔵გოჩა ჩერტკოევის შვილი დაინიშნა - ვინ არის ლევანის რჩეული