Digest Logo

„მოახერხა, სახტად დაეტოვებინა ჩვენი დეტექტივები“ - მაკა ზამბახიძე გია ჯაჯანიძის გამოსვლას ეხმაურება

1764069990
მაკა ზამბახიძე

„იმედის“ მაყურებელმა 24 ნოემბერს მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მესამე ეპიზოდი იხილა. ეპიზოდში 8 თოჯინა წარდგა: ლაზიერი, ქურუმი, ნალუ, ფარშევანგი, მინოტავრი, ბროწეული, სიმინდი და დელფინი.

გულშემატკივართა რჩეულები გახდნენ: ბროწეული, ლაზიერი, მინოტავრი, ფარშევანგი, დელფინი და ქურუმი, რომლებიც გადაინაცვლეს შემდეგ ტურში.

დარჩენილი ორი თოჯინიდან – სიმინდი და ნალუ – ჟიურიმ შოუში სიმინდი დატოვა, ხოლო ნალუს ნიღაბი გია ჯაჯანიძემ მოარგო.

გადაცემის წამყვანი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში გასული შოუს შესახებ წერს:

„ჩემი გადარეული „ჯაჯო“ იგივე - „ნალუ“, რომელმაც მოახერხა სახტად დაეტოვებინა ჩვენი დეტექტივები და მხოლოდ ერთი სიტყვით დაგვამახსოვრა თავი ყველას „ვინ ვინ არის პროექტში“ და ეს სიტყვა იყო „ტეკილა“.

შენ გაგიმარჯოს ჩემო „ჯაჯო“ ასე გემრიელად რომ გაგვამაიმუნე“,- წერს მაკა ზამბახიძე.