Digest Logo

„მოდის განერვიულებული, ვიტალის ხელი აქვს დაჩირქებული, ბუშტები ამოსული, ცუდადაა, მონასტერში უნდა წავიდე იქ შემიფარებენო“ - რას წერს ლიკა ბასილაია

1671175586
ლიკა ბასილაია

ჟურნალისტი  ლიკა ბასილაია-შავგულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი უსახლკარო ადამიანს ჰპატრონობს, რომელიც  ქუჩაში ცხოვრობს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ახალგაზრდას უცნობი კაცისთვის საჭმელი და ტანსაცმელი ხშირად მიაქვს და იგი საავადმყოფოშიც წაიყვანა.

„ჩემი შვილი პატრონობს უსახლკარო ადამიანს, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს. არაფერი ვიცი, არ მიყვება დიდად, უბრალოდ მიაქვს საჭმელი ტანსაცმელი, საავადმყოფოში წაიყვანა ერთხელ. გუშინ მოდის განერვიულებული, ვიტალის ხელი აქვს დაჩირქებული, ბუშტები ამოსული, ცუდადაა, მონასტერში უნდა წავიდე იქ შემიფარებენო, ასე ამბობსო. მეთქი ჯერ სასწრაფო გამოიძახე, დავიწყე "ჩარევის ოპერაცია". გამაჩერა, გამომართვა 20 ლარი ვიტალის, ასე( ჰქვია იმ საწყალ კაცს) ტაქსისთვის და წავიდა. დილით მხვდება დიდი პარკი ბალიშები გადასაფარებლები - არ ვიცი რატომ აღმოჩნდა ჩემს სახლში, მოკლედ "გამოვძალე ინფორმაცია" თანდათან ;))- მიუყვანია საავადმყოფოში. ახლა იმას ვფიქრობ ასეთი რომ არის ეს კარგია თუ ცუდი ამ ემპათიისგან დაცლილ ქვეყანაში“, - წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„არხიდან წამოვედი, თუმცა ამას განხეთქილება, კონფლიქტი და მსგავსი არაფერი უძღოდა, ამიტომ სკანდალის მოყვარულებს იმედს გავუცრუებ“ - „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” ეთერში აღარ გავა

🔵„მრცხვენია საკუთარი თავის…“ – გოგოლა კალანდაძე

🔵„ეს კადრები იმას მოწმობს, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს და შესაბამისად სასჯელის გადავადება ეხება!“ - ინგა ბერიკაშვილი