საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი გამოეხმაურა და პატრიარქს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა:
„მშვიდობით ჩემო პატრიარქო, მშვიდად განისვენე ჩვენო უთბილესო და უტკბილესო პატრიარქო, მოგვენატრება თქვენი თბილი ხმა, იქიდანაც გაგვინათე უფლისკენ სავალი გზები, მშვიდობით....და მადლობა ყველაფრისთვის დიდო პატრიარქო.
გემშვიდობებით, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
არ მოაკლოთ ლოცვა-კურთხევა თქვენს სამწყსოს - სრულიად საქართველოს!“, - წერს დათო ოქიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვა გოგა ჩანადირის ობიექტივში