Digest Logo

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის დაკრძალვა გოგა ჩანადირის ობიექტივში

1774197386
ილია მეორის დაკრძალვა

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.

მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, პროცესიისთვის ქუჩებში განთავსებულ ეკრანებზეც ედევნებინათ თვალი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

პროცესიას ესწრებოდა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რომელმაც მთლიანი რიტუალი საკუთარ ობიექტივში ასახა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„კიდევ უფრო მტკიცედ მჯერა, რომ ღმერთი ერთია, უბრალოდ, სხვადასხვა სახე აქვს, სხვადასხვა ენაზე ეხმიანებიან და სხვადასხვა სამოსით წარმოგვიდგება“ - ხათუნა შარაძე

„სახე ღიმილმა გაუნათა და თავისი ფაფუკი, ქათქათა ხელისგულით შემეხო ლოყაზე...“ - ნათია ფანჯიკიძე ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს

„დიდი მადლობა ყველაფრისთვის თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!“ - გია ბაღაშვილი პატრიარქს დაემშვიდობა