ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას.
აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა.
„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების, (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის), საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
აუფ!!!
რა საჭიროა გადახედვა?! აგერ, შავით თეთრზე მოგვაწოდეს ვერდიქტი - მიშა ყოფილა პოლიტპატიმარი!.
ანუ, ჩვენ ახლა სასწრაფოდ უნდა ვაღიაროთ, რომ გვყავს პოლიტპატიმრები, ვართ ტოტალიტარული სახელმწიფო, რომ მიშა არის პოლიტპატიმარი, ფრთიანი ანგელოზი, რომ არც გირგვლიანი ყოფილა, არც ციხის ამბები, არც ნავთლუღში დახვრეტილი აჭარელი შვილები, არც ღამით ქონების გადაფორმებები, არც 2008 წლის ომში ჩაბარებული ტერიტორიები და ჩამოწერილი ამერიკული იარაღი...
მოკლედ, არაფერი არ ყოფილა... დაგვესიზმრა... სამაგიეროდ, ევროპარლამენტარებმა იციან ჩვენზე მეტი... ეს მათ ურტყა მიშამ 7 ნოემბერს, ესენი შეაგდო ჯიხურის თავზე მოკლულები 26 მაისს, ესენი დახვრიტა ციხის ბუნტის დროს...
მოკლედ, რაა.... თორმეტ პუნქტიან რეკომენდაციებს მიაწექით!!! დეოლიგარქიზაცია არ დაგავიწყდეთ!არც დეპოლარიზაცია! ძალიან მწყდება გული ბებერ ევროპაზე... თანაც, ამ ბოლო დროს, სულ გამობაიდენდა..“, - წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ👇