Digest Logo

„რეალურად ორ ბავშვი შევიდა ბურთის ამოსატანად და მესამე, ანგელოზი მარიტა შევიდა არა ბურთის ამოსატანად, არამედ მისი მეგობრების გადასარჩენად“ - კოკი იონათამიშვილი

1666000166
კოკი იორდანაშვილი

13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა და მომხდარზე საკუთარი შეხედულება დააფიქსირა.

„ეს არც ტკივილს შეამსუბუქებს და არც დარდს გალევს, მაგრამ რატომ ამბობს დღემდე ბევრი, რომ „ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, სამნი ჩავიდნენ ბურთის ამოსატანად".

რეალურად ორ ბავშვი შევიდა ბურთის ამოსატანად და მესამე, ანგელოზი მარიტა შევიდა არა ბურთის ამოსატანად, არამედ მისი მეგობრების გადასარჩენად.

მარიტა ბავშვების გადასარჩენად შევიდა შადრევანში, ისევე როგორც მოგვიანებით დევი მეზურნიშვილი.
13 წლის გოგომ დაინახა, რომ მისი მეგობრები წაიქცნენ, მიხვდა, რომ რაღაც კარგი არ ხდებოდა. მაინც გაბედა და შევიდა მათ საშველად“, - წერს კოკი იონათამიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ატყდა ამბავი, არათბილისელებს შეურაცხყოფას გვაყენებსო. წაკითხულიდან თუ ვერ გამოგაქვთ აზრი, გაატარეთ და ნუ იგესლებით“ - თემურ თათარაშვილი სკანდალში გაეხვია

🔵„ღირსეული და სუფთა ეკლესია მინდა... უფასური და უნაყოფოა ასეთ სისტემაში მღვდლობა“ - უნდა თუ არა ილია ჭიღლაძეს პატრიარქის სტატუსი?

🎥 მარიტას კიდევ ერთი ახალი ვიდეო - როგორ ერთობოდა გოგონა სახლში