ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.
გიორგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილის კადრებს. ამჯერად იგი ახალ ფოტოს გვიზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს:
„სიტყვებს, კბილების პალოებზე დაბმულ გრიგალებს,
წუხელ მოწამლულ წამალივით, წვალებით ვყლაპავთ
და ვდუმვართ. მოგვწონს საწამლავით მაძღრებს სიგანე,
სიგანე ფიქრის, ავარიდეთ რომელიც ხაფანგს.
შენ შეგიძლია ჭამო დარდი, ნედლი და უმი
და მხიარულად მოაჩვენო თავი სახლეულს -
სხეულში თუკი გამოკეტავ ტონობით დუმილს,
ანდა დუმილში გამოკეტავ ტონობით სხეულს.
ხან ის დუმილი, რაც გვეგონა ოქრო რჩეული,
შემოგვემსხვრა და ოცდაათი ნაჭერი გახდა,
ავივსეთ ჯიბე, დავწვით ყველა ძველი რვეული,
დავხუჭეთ თვალი, გზა წავშალეთ მშობლიურ სახლთან.
და ვართ მდიდრები ამ დუმილით, მზეს გვერდს ვუვლით და
დუმილს ვდარაჯობთ, დუმილს ვიცავთ და დუმილს ვუვლით
და სხეულიდან, როგორც ძველი საკვამურიდან
მომაკვდავ ბუხრის ნაფაზივით ამოგვდის სული“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილი და მომხიბვლელი ქალი...“ - ნეკა დოროყაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕„შეუდარებელი...“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე ჭაჭუა
⭕ „სავარაუდოდ ინსულტია...“ - ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს