ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო. 1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიო „ჯაკოში“.
აღნიშნულ სამწუხარო ფაქტს ქართული სამართლის ისტორიისა და საეკლესიო სამართლის ძეგლების მკვლევარი, თეოლოგიის მაგისტრანტი ბესიკ გამყრელიძე ემოციური პოსტით ეხმაურება.
„მანაც დაგვტოვა, წავიდა
გარდაიცვალა ეპოქალური კომენტატორი, ჩემთვის კარგი უფროსი მეგობარი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ჩვენ ერთ სივრცეში ვმუშაობდით, ბევრს ვსაუბრობდით, ყოველთვის მომიწოდებდა ცხოვრებისეული შემართებისკენ, ახარებდა ჩემი წარმატება და საინტერესო ისტორიებით მიხალისებდა სამუშაო დღეს.
მომენატრება მისი შეაძახილი ,,სპორტული სალამი" და მისი პასუხი ,,როგორ ვარ და ფისკულტურულადო"
რა ვთქვა არ ვიცი.
კაცი რომელიც დააკლდა თბილისს!
ვიზიარებ მისი მეუღლის ქალბატონი ევა ბავალაშვილის დიდ მწუხარებას, ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს.
ბატონო ჯამლეტ ჩვენ თქვენ არასოდეს დაგივიწყებთ“,- წერს გამყრელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „რატომაც არა“ - მისაღებია თუ არა „ტინდერში“ რეგისტრაცია ოჯახის შექმნის მიზნით? ქუჩის გამოკითხვა
🔵 „ბებოს სექსუალური პარტნიორი მის შვილიშვილთან მეგობრობს“ - ნინო ადამაშვილი