მომღერალ ქეთი გომართელის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეა. მან პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეზე, 15 წლით უმცროს გიორგი მეტრეველზე იქორწინა.
საზეიმო, ნიშნობის ცერემონიიდან კადრები თავად ქეთი გომართელმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა. წყვილი ვიდეოში საქორწინო ტორტს ჭრის.
ცნობისთვის, გიორგი მეტრეველი მომღერალ მარკუს მეტრეველის ძმისშვილია. იგი საერთაშორისო სილამაზის კონკურსის, „მისტერ პლანეტა 2022“-ის გამარჯვებულია. როგორც ცნობილია, მას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს.
ქეთი გომართელი განსაკუთრებით პოპულარული 2000-იანი წლების ქართული ესტრადის ჰიტებით გახდა. სიმღერა 8 წლის ასაკში, ბავშვთა ვოკალურ ჯგუფ „რონდოში“ დაიწყო. 9 წლის ასაკში კაიროში გამართული საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი გახდა. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია „წაიღე“, „უშენო დღე“, „იჩქარე“ და „ყველგან მე ვარ“.
ქეთის დედა ხელოვანი ნუნუკა კუპატაძეა, ხოლო და, ცნობილი ჟურნალისტი თამუნა გომართელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვაზიანში დაკარგულ 13 წლის მოზარდს ეძებენ - „ეძებს პოლიცია, ახლობლები და მეზობლებიც“