Digest Logo

„მომიწია შვედ მეგობართან ერთად მისი 2 რუსი პადრუგაც მენახა... გეფიცებით ორივე შვილს, 4 თვე იცხოვრა ბათუმში და უკვე „უ ნას ვ ბატუმიო“ ამბობს“ - ნინო ჟვანია

1665565246
ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია, რომელსაც შვედი მეგობრის ნახვა 2 რუსთან ერთად მოუწია, სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსებმა, რომლებიც ბათუმში 4 თვე იცხოვრეს ისტორიის მოყოლა ასე დაიწყეს -  ა უ ნას ვ ბატუმი, ზნაეშ კაკ ბილა...

მისი თქმით, მალე მოვა თბილისში ის დრო, როდესაც გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლები რუსულად გაიმართება.

„რამდენიმე დღის წინ მომიწია შვედ მეგობართან ერთად მისი 2 რუსი პადრუგაც მენახა, რომლებიც 4 თვეა აქ დასახლდნენ. ერთ-ერთი თავიდან ბათუმში ჩასულა, რამდენიმე დღეა რაც თბილისში გადმოსახლდა, აცივდა და აქ მირჩევნია გამოვიზამთროო. საუბრისას ჰყვება რაღაც ისტორიას და ასე იწყებს - ა უ ნას ვ ბატუმი ზნაეშ კაკ ბილა...

გეფიცებით ორივე შვილს, 4 თვე იცხოვრა ბათუმში და უკვე „უ ნას ვ ბატუმიო“ ამბობს.

მე გეუბნებით და დაიმახსოვრეთ - რამდენიმე თვე გავა და თბილისში გაიხსნება ბლომად იასლები, ძეცკი საძიკები და კერძო შკოლაც. 

და ამის
შედეგებსაც მალე მოვიმკით“, - წერს ნინო ჟვანია. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 როგორ ზრდის თაკო ტაბატაძე ოთხ გოგონას

🔵„პირველივე დღიდან ვიგრძენი დიდი შვება, სიყვარული და თავისუფლება. მაშინ პირობა დავდე, რომ...“ - რას წერს ნათია თოდუა

🔵„ამათ ხომ არ აჟრიალებთ! დავიჯერო, რომ მათთვის „THE ვანოს შოუს“ მუსიკალური ქუდი იდეალური ვარიანტია?“ - გია გაბრიჭიძე