18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაღუპულს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი თათია შარანგია იხსენებს და მასთან ბოლო საუბრის დეტალებს ასაჯაროებს:
„Fb-ზეც კი, ვინმეს თუ აბულინგებდნენ, გულს სტკენდნენ, პირველი იყო ვინც გამოენთებოდა და მხარს უჭერდა… ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ბოლოს რომ ატყდა გაურკვეველი აგრესია ჩემს და ჯარჯის მიმართ, არ ეზარებოდა და სათითაოდ ყველას პასუხს სცემდა. მე მწერდა, ვიცი, რომ სწორ ადამიანთან ხარ, რომელიც გულს არ გატკენს, დატკბი და შეირგე ცხოვრება ამ ვაჟკაც ბიჭთან ერთადო.
თორაძის გვარი დაიბრუნე, ჯარჯი იმსახურებსო - ამას დღესვე შევუსრულებ…
როცა გადაცემაში მოვიდა, ხომ უკვე ვიცოდი რა ვიზუალის იყო - გეფიცებით თვალს ვერ ვაშორებდი, ისეთი ნაზი იყო, ისეთი ლამაზი, ისეთი კარგი ადამიანი. ყველა იქ მყოფი, კომპლიმენტებით აგვავსო…
არ გეპატია სილამაზე და გამბედაობა. მშვიდად განისვენე ჩვენო კარგო და კეთილო ადამიანო“, - წერს თათია შარანგია
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ლამაზი ცისო, მიყვარს“ - ცისანა სეფიაშვილი ახალციხის ციხეზე პოზირებს
⭕ქეთი მელუა 40 წლის გახდა - როგორ აღნიშნა დაბადების დღე მომღერალმა
🎥 თიკა ფაცაცია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - ამღერებული დედა, მამა და შვილები