
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
იგი გვასწავლის, როგორ არ მოვტყუვდეთ არაჟნის ყიდვის დროს:
„განვიხილავთ პროდუქტებს, რომლებსაც მომხმარებლების უმეტესობა ყიდულობს, როგორც არაჟანს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რძის და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის პროდუქტის დამზადების დროს თუ არის გამოყენებული მცენარეული ცხიმი, ნაღების კარაქის ნაცვლად, ასეთ პროდუქტს არ შეიძლება ეწოდოს რძის პროდუქტის სახელი.
ორივე პროდუქტი, რაც წარმოდგენილი გვაქვს, დამზადებულია მცენარეული ცხიმით, ამიტომ მათ არაჟანი არ აწერიათ, არც არის არაჟანი, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს.
არაჟანი არის ის, რომელსაც აწერია არაჟანი, მისი დამზადების დროს გამოყენებულია ნაღების კარაქი“, - ამბობს ირაკლი არაბული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მალე სოხუმში გვემღეროს... ჩემი ბებიკოს ხსოვნის იყოს“ - რა კადრებს აქვეყნებს ნინი შერმადინი