Digest Logo

„მომლოცველებისთვის და საჯარო ლიტურგიებისთვის წვდომა რამდენად იქნება სააღდგომო დღეებში არავინ იცის...“ - გიორგი ლობჯანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე

1773942379
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აშშ-ისრაელისა და ირანის საომარ მოქმედებებზე წერს, ასევე განიხილავს:

„ამასობაში დიდი ამბებია: ისრაელმა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ტაძარი - ,,აღდგომის ტაძარი” გაურკვეველი დროით დაკეტა.

მომლოცველებისთვის და საჯარო ლიტურგიებისთვის წვდომა რამდენად იქნება სააღდგომო დღეებში არავინ იცის.
თავად „All Israel News” წერს, რომ გასულ დღეებში მასშტაბური სარაკეტო იერიშების განხორციელების მიზნით ეკლესია დროებით დაიხურა მოახლოებული საფრთხის გამო.

ამის შესახებ „Keep Talking Greece”, აქვეყნებს სტატიას და ამბობს რომ ტაძრის დახურვა წმინდა დღესასწაულის შესახებ გავლენას იქონიებს.

გუშინ გვიან ღამით ირანის ისლამური გუშაგთა კორპუსის მხრიდან ასობით ბალისტუკური რაკეტა იყო გაშვებული ისრაელის მიმართულებით და რამდენიმე მათგანი ჩამოვარდა კიდეც. (ვიდეო კომენტარებში)

დღეს ირანული რაკეტის შემადგენელი ნაწილი ჰაიფას ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასაც მოხვდა. (ვიდეო კომენტარებში)

როგორც ჩანს რთული, არც თუ ისე მარტივი იქნება ამ ომის შემდგომი დღეები“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მჯერა, ზეციდანაც შეგვეწევი შენი ლოცვით, გაგვახარებ და გაგვაძლიერებ“ - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

🎥 რომელ საგალობელს უსმენდა ილია მეორე ბოლო დროს - რას იხსენებს პატრიარქის მგალობელი

🎥 პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ